ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი კონგრესმენების კრიტიკაზე ამბობს, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ინტენსიური ჩარევა მიზანშეწონილი არაა. ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან ისაუბრა.

"ვფქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი. მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული, ჩემი მივიღო გადაწყვეტილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით", — თქვა კობა ლურსამანაშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეშფოთება მისთვისაც შემაშფოთებელია, რადგან ხშირად მათი კრიტიკა უსაფუძვლოა. ლურსამანაშვილი, ასევე, არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სამართალწარმოებით ოპონენტების შევიწროება ხდება.

კონგრესმენების, ევროპარლამენტარებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განახლდა. გადაწყვეტილებით გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა.