როგორ ასწავლეს ქართველებმა მაიკროსოფტს ქართული
როცა ფეისბუქი ჩვენს ძველ სტატუსებს გვახსენებს ხოლმე, როგორც წესი, არა მხოლოდ შინაარსის გამო გვრცხვენია, არამედ იმიტომაც, რომ ლათინურად ვწერდით. ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიცვალა ეს მოცემულობა.
2015 წლამდე ქართველების უმეტესობა მიმოწერისას ლათინურ ანბანს იყენებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი ლათინური შრიფტით წერს, შეიძლება უცნაურად არაფერი მოგეჩვენოთ. თუმცა, ჩვენ საკუთარი დამწერლობა გვაქვს (მხედრული), რომელიც მეათე საუკუნეში შეიქმნა. მანამდე კიდევ ასომთავრული და ნუსხური იყო, რომლითაც მუდამ თავს ვიწონებთ. დღეს კი საამაყო საქმეებს კიდევ ერთი რამ დაემატა — Microsoft გვიყვება, რომ ქართული ენის სწავლას იწყებს და მას ყველა პროგრამაში დანერგავს.
ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ დაიწყო ეს პროცესი და რა შედეგებამდე მივიდა. მანამდე კი გეტყვით, რომ ყველა პროგრამაში ქართული ენის ინტეგრირების შედეგად, ნებისმიერი უცხოელი შეძლებს ინგლისურად გადათარგმნოს თქვენი კვლევები, ტექსტები თუ დიალოგები. ეს ყველაფერი კი, როგორც ქართული ენის, ისე თქვენს წარმატებაში უდიდეს როლს შეასრულებს.
როგორ დაიწყო ყველაფერი
ქართულად წერის სიყვარულმა და ანბანით სიამაყემ, 5 წლის წინ, თიბისიში გააჩინა ახალი კამპანიის იდეა. ასე დაიწყო #წერექართულად ინიციატივა, რომელშიც მალევე უამრავი ადამიანი ჩაერთო. ამ კამპანიამ საზოგადოებაში ქართული დამწერლობის ცნობადობა და მოხმარება გაზარდა. მალევე გაიზარდა შანსი, რომ ლათინური შრიფტით დაწერილ ნებისმიერ წინადადებაზე გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც გიპასუხებდათ #წერექართულად.
ორი წლის წინ კი თიბისიმ კიდევ ერთი პროექტი — ქართულად დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება იყო. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები Microsoft-ის ოფისი საქართველოში, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია GEOLAB და ელექტრონული წიგნის სახლი SABA.
თიბისის კომუნიკაციების ლიდერი, ტატო ნორაკიძე გვიყვება, რომ პროექტის პირველ ეტაპზე 100 000 წინადადება ითარგმნა, რომელიც Microsoft-ს მიაწოდეს.
"თიბისიმ გამოიწვია ქართველები, რომ წერისას ქართული ანბანი გამოეყენებინათ, შედეგად კი ციფრულ სამყაროში ქართული უნიკოდის გამოყენება 68%-ით გაიზარდა. ჰაშთაგი #წერექართულად 30 000-ჯერ გამოიყენეს და ეს არაა ყველაფერი. კამპანიის შემწირველებმა ციფრულ ფორმატში გადაიტანეს 30 შრიფტი და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი", — ვკითხულობთ Microsoft-ის სტატიაში.
რა იქნება შემდეგი
ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანში აითვისებს Microsoft ქართულ წინადადებებს და რამდენ ხანში მოხდება ენის ინტეგრირება, მაგრამ მომავალი, სწორედ ესაა. მაიკროსოფტი გეუბნება, რომ თუ 2019 წელს ქართული ტექსტისთვის ლათინურ ანბანს იყენებ "შარში ხარ". ტატო ნორაკიძეს ჩვენთან საუბრისას მარტივი მაგალითი მოჰყავს იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს ქართული ენის ინტეგრირება:
"Skype კარგი მაგალითია: თუ თქვენ ესაუბრებით ამერიკელ მეგობარს, რომელმაც ქართული არ იცის, თქვენ კი — ინგლისური, პროექტის დასრულების შემდეგ, Skype სინქრონულად გადათარგმნის თქვენს წინადადებებს ინგლისურად, ხოლო თქვენი მეგობრისას — ქართულად".
მას შემდეგ, რაც Microsoft სისტემა გააანალიზებს ინფორმაციას, მივიღებთ პროგრამას, რომელმაც თითქმის სრულად იცის ქართული ენა და მისი სისტემები. ტატოს თქმით, თარგმანი ლოგიკური და იმაზე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს Google Translate.
"#წერექართულად 5 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ მიზნად დავისახეთ ქართული დამწერლობის და ანბანის პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ინტეგრაცია კომპიუტერულ პროგრამებთან. 5 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთეთ: ინჟინერია გავაციფრულეთ, ლექსიკონები, ახალი შრიფტები შევქმენით, თუმცა ამ პროექტის მწვერვალი მაინც ისაა, რომ Microsoft-ის ტექნოლოგიებში დამწერლობის ინტეგრაცია მოხდა", — თქვა ტატო ნორაკიძემ.
ამ ერთობლივმა პროექტმა ტექნოლოგიურ რუკაზე საქართველო გამოაჩინა. ქართული ენის ინტეგრირება ქვეყანას განათლების, ინფორმაციის მიღების, მონაცემთა ანალიზისა თუ ბევრი სხვა მიმართულებით დაეხმარება. გაიზრდება საერთაშორისო ცნობადობაც — ინტეგრირების შემდეგ ნებისმიერი უცხოელი შეძლებს თქვენი ქართული ნაშრომები ინგლისურად წაიკითხოს.
თიბისიში ამბობენ, რომ #წერექართულად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე მომავალშიც ვერ განვითარდება. ასე რომ, სანამ Microsoft ქართულს სწავლობს, ჩვენ შეგვიძლია ახალ იდეებზე ვიფიქროთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართულად დავწეროთ.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
კომენტარები