მამა ანდრია: ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო
მამა ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.
სარია ყვება, რომ ამის შესახებ მან პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოსთანაც ისაუბრა, თუმცა მან და სხვა მღვდელმსახურებმა მისი მოსმენა არ ისურვეს. სარია ამბობს, რომ ბერი, რომელმაც ეპისკოპოსი ამხილა და მისი მძღოლიც იყო, ამაზე პატრიარქსაც ესაუბრა:
"როდესაც მივიდა ეს ბერი და უთხრა პატრიარქს, რომ მე ვნახე ეს ყველაფერი, უთხრა, რომ ის უნდა განიკვეთოსო ანდა მე წავალ ეკლესიიდანო. ერთ კვირაში დაიბარეს და ამ საკითხზე პასუხს გეტყვიო. ერთ კვირაში რომ მივიდა, ჯობია შენ წახვიდეო. ეს ბერი განიმოსა და ახლა საბურთალოზე ბინაში ცხოვრობს", — ყვება სასულიერო პირი.
როგორც მთავარი არხი აცხადებს, სასულიერო პირმა მათ გადასცა იმ სხდომის აუდიოჩანაწერი, რომელზეც ანდრია სარია დაიბარეს და განუცხადეს, რომ მისი განცხადებების გამო შენიშვნას აძლევდნენ. სწორედ ამ სხდომაზე ისაუბრა სარიამ ერთ-ერთი ეპისკოპოსის სქესობრივ კავშირზე. ტელეკომპანიის განმარტებით, 16-წუთიანი აუდიოჩანაწერი ორივე მხარის თანხმობით გაკეთდა.
აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ ისმის მამა ანდრია სარიას, მეუფე შიოსა და კიდევ ორი ეპისკოპოსის საუბარი:
მამა ანდრია: არ მაძლევთ საშუალებას დასაბუთებისა მე რას ვგულისხმობ...
მეუფე შიო: ვინ არ მოგცა შენ საშუალება? დღეს ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ?
მამა ანდრია: რატომ?
მეუფე შიო: იმიტომ, რომ შენ დღეს ჩვენ დაგიბარეთ, რომ მოგცეთ შენიშვნა...
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ატენისა და გორის მიტროპოლიტი სარიას ეუბნება, რომ ის ბევრს ლაპარაკობს:
მამა ანდრია: ნუ მეჩხუბებით.
მეუფე ანდრია გვაზავა: ჭკუას ნუ მასწავლი...
მამა ანდრია: ნუ მეჩხუბებით.
მეუფე ანდრია გვაზავა: ნუ მასწვალი-მეთქი ჭკუას გეუბნები... მამა ანდრია, ე.ი ბევრს ლაპარაკობ, სამწუხაროდ, და თავხედურად ლაპარაკობ...
მამა ანდრია სარიას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ მას უჭერდა მხარს და საპატრიარქოს აკრიტიკებდა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ეს იმით განმარტა, რომ სარიამ არ გაითვალისწინა საპატრიარქოს გაფრთხილება საჯარო განცხადებების შესახებ.
თავად მამა ანდრია ამ გადაწყვეტილებას არაკანონიკურად მიიჩნევს.
გაიგეთ მეტი მამა ანდრიაზე:
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები