8 მხატვრული წყვილი, რომელიც ამ ვალენტინობას სიყვარულის არსებობაში გვარწმუნებს
რომელია პირველი სიყვარულის ისტორია, რომელმაც გულისცემა აგიჩქარათ? როდის ისურვეთ პირველად, რომ თქვენი ცხოვრება კინოკადრებს დამსგავსებოდა ან რომანების თავბრუდამხვევ ისტორიებში გეცხოვრათ?
შეიძლება ეს სურვილები აგიხდათ, შეიძლება — არა, მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობები ისეთივე მოულოდნელობებითაა აღსავსე, როგორც წიგნებსა და ფილმებში. ზოგიერთი წყვილი რომეო და ჯულიეტასავით ერთ ვარსკვლავზეა დაბადებული, ზოგზეც კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად".
ვალენტინობისთვის გადავწყვიტეთ სწორედ ასეთ უნიკალურ ისტორებზე გიამბოთ.
1. ჯიმი და დელა, მოგვთა საჩუქრები
ო ჰენრის პატარა მოთხრობები მკითხველის სულის იმ სიღრმეებსაც სწვდება, რომელთა არსებობაზე შეიძლება მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონოდა. ასეთია ახალგაზრდა ცოლ-ქმარის, დელასა და ჯიმის ამბავი, რომლებიც შობის წინა ღამეს ყველაზე ძვირფასს გაყიდიან, რომ საყვარელი ადამიანებისთვის შესაფერისი საჩუქარი აარჩიონ. დელა თავის გრძელ, "ჩანჩქერისებურ" თმას მოიჭრის და გაყიდის, რათა ქმარს საგვარეულო საათისთვის ძეწკვი უყიდოს. ჯიმი კი საათს ყიდის, იმისთვის, რომ მშვენიერ ცოლს სპილოს ძვლისგან დამზადებული და ძვირფასი თვლებით გაფორმებული სავარცხლის კომპლექტი უყიდოს.
2. აურელია და ჯეიმსი, რეალური სიყვარული
მწერალი და დამხმარე გოგონა ერთმანეთს საფრანგეთში ხვდებიან. ჯეიმსი ინგლისელია, აურელია — პორტუგალიელი. ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ერთმანეთის სიტყვების მნიშვნელობა არ იციან, თუმცა ის, რაც ერთი შეხედვით ბარიერი უნდა იყოს, ორ ადამიანს ერთმანეთის გრძნობების უსიტყვოდ გაგებაში ეხმარება. განშორება მათ სიყვარულს კიდევ უფრო ამტკიცებს და საბოლოოდ ჯეიმსი გოგონას მშობლიურ ქალაქში აკითხავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ხელის თხოვნის სცენაა, რომელიც ფილმებში შეიძლება ნახოთ.
3. ლილი და სნეიპი, ჰარი პოტერი
არავის ათქმევინოთ, რომ ცალმხრივი სიყვარული შეიძლება ნამდვილი არ იყოს. ლილი პოტერისთვის, შესაძლოა, სნეიპი მხოლოდ კარგი მეგობარი და მომავალში უცნაური წარსული გახლდათ, თუმცა შავთმიანი ფერმკრთალი ბიჭუნა ბავშვობიდან უიმედოდ იყო შეყვარებული წითურ, სიცოცხლითსავსე გოგონაზე. ლილისადმი სნეიპის სიყვარულში მისი პატრონუსიც გვარწმუნებს, რომელსაც ფურირემის სახე აქვს. იგივე ცხოველია ლილის პატრონუსიც. როულინგის მიხედვით კი პატრონუსები ფორმას იცვლიან და საყვარელი ადამიანის პატრონუსებს ემსგავსებიან. ამ ძალისთვის, სულაც არაა აუცილებელი სიყვარული ორმხრივი იყოს.
4. როსი და რეიჩელი, მეგობრები
თავიდან როსი იყო რეიჩელით გატაცებული, თუმცა ის ამას ვერ ამჩნევდა. შემდეგ რეიჩელს მოსწონდა როსი, მაგრამ ამჯერად უკვე ის იყო დაკავებული. ცხოვრებაშიც ასე არ ხდება? ჩვენს საყვარელ გმირებს საბოლოოდ ბედი გაუღიმებთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ დააშოროს ერთმანეთს. მხოლოდ სიტკომების კლასიკა შეძლებდა ამხელა ცხოვრებისეული დრამის დატევასა და მაყურებლების იმედით ავსებას.
5. ცოლი და გამომძიებელი, ჩცდ
ყველა სიყვარულის ისტორია ლამაზია, მაგრამ ტრაგიკული და სევდიანი დასასრული მას მშვენიერების ამოუცნობ დიდებულებას ანიჭებს. სეზონების განმავლობაში ქართველი მაყურებელი აკაკი შუკაკიძეს ყველაზე იღბლიან და ბედნიერ კაცად იცნობდა, რომლის საღამოებიც ცოლთან არარეალურად სრულყოფილიც კი იყო. გახსოვთ ის ემოცია, როდესაც გაიგეთ, რომ აკაკი ამ წლების განმავლობაში მოჩვენებებთან ერთად ცხოვრობდა?
6. რეტი და სკარლეტი, ქარწაღებულნი
მარგარეტ მიშელის ცნობილ რომანში სიყვარულითა და სიძულვილით სავსე ურთიერთობები ხშირად გვახსენებს მომენტებს საკუთარი ცხოვრებიდან. სამოქალაქო ომის პარალელურად აღმოცენებული სიყვარულის ეპიკური ისტორია ვნებით, ღალატით, იმედგაცრუებითა და ტრაგედიითაა სავსე. მხოლოდ მაშინ, როდესაც სკარლეტი ხვდება, რომ მთელი ცხოვრება ერთ კაცზე იყო შეყვარებული, მას რეტ ბატლერი ტოვებს. თუმცა "ხვალ უკვე ახალი დღეა", — ამ იმედიანი ფრაზით აგრძელებს სკარლეტი სასიყვარულო დრამის შთამაგონებელ ამბავს.
7. ჯულიეტი და სოიერი, დაკარგულები
ალბათ აქ ქეითისა და სოიერის ისტორიას ელოდით, თუმცა ეს წყვილი მაყურებლის სიყვარულს არანაკლებ იმსახურებს. ჯულიეტი შთამბეჭდავი გონების პატრონი იყო, სოიერი კი ირონიით სავსე ჩხუბისამტეხი, არც ისე საამაყო წარსულით. სად შეიძლებოდა ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ეპოვა? მხოლოდ და მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ კუნძულზე. რთულია გული არ აგიჩუყდეს სერიალის დასასრულზე (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის), როდესაც ჯულიეტის თავგანწირვის შემდეგ, მომავალ ცხოვრებაში წყვილი ერთმანეთს ხელმეორედ პოულობს.
8. ჯიმი და პემი, ოფისი
პირველივე ეპიზოდიდან მოყოლებული, ჯიმსა და პემს შორის არსებული "ქიმია" არავის დარჩენია ყურადღების მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ პემი როიზე იყო დანიშნული, ყველას სჯეროდა, რომ ის მაინც ჯიმის გვერდით უნდა ყოფილიყო. მეგობრებს უამრავი რამ ჰქონდათ საერთო — რაც მთავარია, იუმორის გრძნობა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.
სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში არაერთხელ გვინახავს, რომ საუკეთესო მეგობრობიდან სიყვარულში გადაზრდილი გრძნობა ყველაზე ძლიერია. მონიკასა და ჩენდლერის გარდა, ამაში ჯიმისა და პემის ურთიერთობამაც დაგვარწმუნა. მათი ურთიერთობა ხომ წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობაზე დამყარდა.
სიყვარულის ახსნისთვის მხოლოდ რომანტიული ფილმების გახსენება არ კმარა. სწორედ ამიტომ, ალტამ წამოიწყო კამპანია "იმიტომ რომ მიყვარხარ!", რომელიც სამ მნიშვნელოვან თარიღს 14 თებერვალს, 3 და 8 მარტს აერთიანებს. კამპანიის ფარგლებში, ალტას მომხმარებლებს ფასდაკლებები, მრავალფეროვანი შეთავაზებები და უამრავ საჩუქარი ელოდებათ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები