ეკონომიკის სამინისტროს აუქციონებში კანონდარღვევაა — მწვანე ალტერნატივა
არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მინიმუმ 6 აუქციონში კანონდარღვევაა. მათი თქმით, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვა დასრულებული არაა.
ლიცენზიები სახელმწიფო პროგრამა 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნეს-ის ფარგლებში გამოცხადდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუქციონის გამოცხადებამდე წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს. მწვანე ალტერნატივას განცხადებით, სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ ლიცენზიით სარგებლობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს). ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი ვალდებული ხდება გზშ-ს კვლევა ჩაატაროს. სკრინინგის შედეგი, ასევე, შეიძლება საქმიანობაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული ქვემოთ ჩამოთვლილი აუქციონები:
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე, ღორეშას გამარმარილოებული (მოსაპირკეთებელი) კირქვის გამოვლინება (კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (სამივე უბანზე ერთად) – 890 625 მ³). სკრინინგის განცხადება — ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, 890625მ3 "ღორეშას" კირქვის (სხვა საშენი მასალა) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 18 თებერვალს იწურება;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქოსალარი II–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ³). სკრინინგის განცხადება — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 ქოსალარი II-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება;
- ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე, ოდუნდის ტუფობრექჩიის საბადო (კატეგორია – B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის (საღორღე ნედლეული) ჯამური მოცულობა – 3 398 000 მ³). სკრინინგის განცხადება — ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, ოდუნდის ტუფობრექჩის მოპოვება. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს იწურება;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანჩალის ტორფის საბადო (კატეგორია – A, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 63 000 ტონა). სკრინინგის განცხადება — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე 63 000ტ ტორფის მოპოვება. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქოსალარი II–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ³). სკრინინგის განცხადება — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ³ ქოსალარი II-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდეგის ვულკანური წიდის საბადო (კატეგორია -A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 20 701 700 მ³). სკრინინგის განცხადება — ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე 20701700 მ³ სასარგებლო წიაღისეულის (ვულკანური წიდის) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს იწურება.
"ზემოაღწერილი კანონდარღვევის დაფარვას წიაღის ეროვნული სააგენტო გასაყიდი ლიცენზიის პირობებში შემდეგი ჩანაწერით ცდილობს: "ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: "…ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს, "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით" განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება". სკრინინგის გადაწყვეტილების არქონის პირობებში კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები უკიდურესად ბუნდოვანია ლიცენზიის მაძიებლისათვის და მომავალში, შესაძლოა, დავის საფუძველიც გახდეს", — წერს მწვანე ალტერნატივა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული 6 ლიცენზიის აუქციონზე გატანას, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესზე.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები