არ იყო საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის — ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე ქართულ დელეგაციაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ქართული დელეგაციისგან კონსტურქციული თანამშრომლობის სურვილი ვერ დაინახა.
კალიურანდი განმარტავს, რომ ევროპარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. მისი ინტერვიუს თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.
"მე როგორც ხელმძღვანელი, ვერიდებოდი შიდა პოლიტიკური დებატების გაგრძელებას... ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ კონკრეტულ გზებს. დღეს ვერ დავინახე საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, კალიურანდი ამბობს, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები დეკლარაციაშიც მრავლად იყო ასახული.
"ის უნდა იყოს ისეთი შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული მიზანი ექნება. სამწუხაროდ, ზოგიერთ შესწორება, რომელიც მივიღეთ არ იყო კონსტრუქციული.
როცა ნახავთ ჩასწორებების სიას, ბევრი პოლიტიკური განცხადებაა მასში, რომელიც არ ეკუთვნის ევროპარლამენტს", — აცხადებს ის.
კალიურანდის თქმით, იმედგაცრუება არ ნიშანვს, რომ არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ან შეწყვეტენ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე.
დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.
ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.
"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — აცხადებს დავით სონღულაშვილი.
-
რომელ ქვეყნებს შორისაა ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი? რომელ ქვეყნებს შორისაა ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი?
გადახედვა
-
ვლადიმერ ბოჟაძე: შესაძლოა, საარჩევნო ხმის გამოყენების უფლებაც იყოს მიზეზი და საშუალება, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ ვლადიმერ ბოჟაძე: შესაძლოა, საარჩევნო ხმის გამოყენების უფლებაც იყოს მიზეზი და საშუალება, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ
გადახედვა
-
ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
როდის უნდა მივცეთ ბავშვს Prolife Pediatrico? როდის უნდა მივცეთ ბავშვს Prolife Pediatrico?
-
გრიგოლ გეგელია: "ქართული ოცნების" რეჟიმის საბოლოო მიზანი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარებაა გრიგოლ გეგელია: "ქართული ოცნების" რეჟიმის საბოლოო მიზანი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარებაა
გადახედვა
-
მარი ბიერე: სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს მარი ბიერე: სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია
გადახედვა
-
მარტინ ლინდსტრომმა — ბრენდინგის N1 ექსპერტმა მსოფლიოში — არქის რებრენდინგი განახორციელა მარტინ ლინდსტრომმა — ბრენდინგის N1 ექსპერტმა მსოფლიოში — არქის რებრენდინგი განახორციელა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა
-
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
-
რატომ ავიწყდებათ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრები — კვლევა რატომ ავიწყდებათ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრები — კვლევა
გადახედვა
-
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო — კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო — კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
გადახედვა
-
"Erasmus+ საქართველო": ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში "Erasmus+ საქართველო": ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში
გადახედვა
-
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
-
"ქართული ოცნება" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას აუქმებს "ქართული ოცნება" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას აუქმებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა
-
თამთა მიქელაძე: [ემიგრანტები] სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?! თამთა მიქელაძე: [ემიგრანტები] სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?!
გადახედვა
-
რას გვეუბნება 540 მილიონი წლის უჩვეულო ნამარხი ევოლუციის ისტორიაზე რას გვეუბნება 540 მილიონი წლის უჩვეულო ნამარხი ევოლუციის ისტორიაზე
გადახედვა
-
წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის შეძენა მხოლოდ შსს-ს ნებართვით იქნება შესაძლებელი — "ოცნების" ახალი ინიციატივა წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის შეძენა მხოლოდ შსს-ს ნებართვით იქნება შესაძლებელი — "ოცნების" ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად — “ოცნების” ახალი ინიციატივა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად — “ოცნების” ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები