როგორ გარდაიქმნება ჰოლივუდური რომანი ნამდვილ სიყვარულის ისტორიად
არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ეკრანულ წყვილებს ერთმანეთისადმი ლტოლვა რეალურ ცხოვრებაშიც გადაჰყვებათ ხოლმე და რომანს კამერების მიღმა აგრძელებენ. როდესაც ორ კაშკაშა ვარსკვლავს ერთმანეთი უყვარდებათ, ეს ამბავი ყოველთვის ექცევა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მით უმეტეს, თუ მათ ახლახანს ითამაშეს ერთ ფილმში.
საკითხავი ისაა, მსახიობებს გადასაღებ მოედანზე ერთმანეთისადმი უბრალო შემთხვევითობის გამო უჩნდებათ რომანტიკული გრძნობები თუ რამე კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე; ეს იმიტომ ხდება, რომ მსახიობები შეყვარებულებს თამაშობენ და მათი ემოციები რეალურ ემოციებში ირევა თუ იმიტომ, რომ, უბრალოდ, გადაღებებზე დიდ დროს ატარებენ ერთად: საუბრობენ შესვენებაზე, სამუშაო დღის მერე ერთად მიდიან განსატვირთად... ერთი სიტყვით, იქცევიან ისევე, როგორც ყველა სხვა საქმიანობით დაკავებული თანამშრომლები მოიქცეოდნენ.
ფსიქოლოგიის პროფესორი ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტში, ჯონ დ. მეიერი ამბობს, რომ როლის თამაში მსახიობების თვითაღქმაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს: "ისინი ცდილობენ, განიცადონ და იფიქრონ ისე, როგორც პერსონაჟები, რომლებსაც თამაშობენ. ინდივიდის ხასიათი მენტალური სისტემების ერთობლიობაა; ამაში შედის ჩვენი მოტივები და ემოციები, აზრები და ცოდნა, თვითკონტროლი და საკუთარი თავის გამოხატვა. როდესაც მსახიობები როლს ასრულებენ, ისინი ხშირად ცვლიან საკუთარი თავის ამ ნაწილებს, რაც მათ შინაგან სამყაროს სიღრმისეულად უცვლის სახეს".
აქედან გამომდინარე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მსახიობები იმდენად შედიან ხოლმე როლში, რომ ის სიყვარული, რაც მათ პერსონაჟებს აკავშირებთ, რეალობაშიც ვითარდება. თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავთა ურთიერთობას მათ მიერ ნათამაშები პერსონაჟებისგან სრულიად დამოუკიდებელი და განსხვავებული ტრაექტორია აქვს ხოლმე. ამის საილუსტრაციოდ იმ სამი წყვილის ისტორიას შეგახსენებთ, რომელთა სიყვარულიც სწორედ სცენარის ფურცლებიდან დაიწყო, თუმცა ფილმის უკანასკნელი სცენის გადაღების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა.
1. რეიჩელ მაკადამსი და რაიან გოსლინგი
არის შემთხვევები, როდესაც მსახიობები მათთვის შერჩეულ როლებს ისე უხდებიან, რომ მაყურებლები მათ განსახიერებულ პერსონაჟებთან აიგივებენ. ასე მოხდა ნიკოლას სპარკსის რომანის, დღიურის 2004 წლის ეკრანიზაციის კინოთეატრებში გამოჩენის დროსაც.
თუმცა რეიჩელ მაკადამსისა და რაიან გოსლინგის სიყვარულის ისტორია ნათამაშები პერსონაჟების რომანისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ამის შესახებ რაიან გოსლინგმა GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა: "ღმერთმა დალოცოს დღიური. მან შემახვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიყვარულს. თუმცა ხალხი მე და რეიჩელს სათანადოდ არ გვაფასებს, რადგან დაასკვნეს, რომ ფილმში განსახიერებული პერსონაჟების მსგავსნი ვართ. სინამდვილეში, ჩვენი სიყვარულის ისტორია ამაზე გაცილებით რომანტიკულია".
ამ ორი მსახიობის რომანი მართლაც სავსე იყო დრამით. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დღიურის გადაღებების დროს მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ; იმდენად დაძაბული, რომ რეჟისორის თქმით, რაიან გოსლინგმა მოითხოვა, მაკადამსი როლის შესრულებისგან გაეთავისუფლებინათ და ის სხვა მსახიობით ჩაენაცვლებინათ.
თუმცა სხვაობა რეალურ და გამოგონილ ურთიერთობას შორის ამ შემთხვევით არ დასრულებულა. ფილმში ნოასა და ელის სიყვარულმა ყველა განსაცდელს და დროსაც გაუძლო. მათგან განსხვავებით, გოსლინგისა და მაკადამსის რომანტიკული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. თუმცა, მართალია, მათი გზები გაიყო და ახლა მათ სხვა პარტნიორები ჰყავთ, მაგრამ ისინი დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
აღსანიშნავია, რომ რაიან გოსლინგმა თავისი ამჟამინდელი მეორე ნახევარი, ევა მენდესი, ასევე ფილმის — ამჯერად, ადგილი ფიჭვნარის მიღმას — გადაღებებზე გაიცნო.
2. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
ფილმის გადაღებებზე ხანდახან შეიძლება, ათწლეულის წყვილის ურთიერთობასაც კი ჩაეყაროს საფუძველი. მართლაც, ძნელია, გადასაღებ მოედანზე დაწყებულ ურთიერთობებზე საუბრისას ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი არ გაგახსენდეს. ახლახან ამ უკანასკნელმა ოსკარი აიღო კვენტინ ტარანტინოს ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის; ერთადერთი, რაც პიტს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე აკლდა, მეწყვილე იყო. წლების განმავლობაში მას გვერდს სწორედ ანჯელინა ჯოლი უმშვენებდა. ამ პერიოდში ბრედი და ანჯელინა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰოლივუდურ წყვილად ითვლებოდა და ისინი ხშირად ხვდებოდნენ პრესის ყურადღების ცენტრში.
მათ ერთმანეთი 2005 წელს, მისტერ და მისის სმიტების გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმ დროისთვის პიტი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო ჯენიფერ ენისტონზე თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება ახალი ურთიერთობის განვითარებისთვის. "ბრანჯელინას" ურთიერთობა მთელი ათწლეული გაგრძელდა და 2016 წელს გახმაურებული განქორწინებით დასრულდა.
გოსლინგის არ იყოს, ბრედ პიტსაც არაერთხელ გაუბამს რომანი ეკრანულ თანამეწყვილესთან; 90-იან წლებში ის გვინეტ პელტროუს ხვდებოდა, რომელიც ასევე ფილმის გადაღებებზე გაიცნო.
3. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი
გადასაღებ მოედანზე ურთიერთობები, შეიძლება, მეგობრობითაც დაიწყოს. დღეს რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია, რომელიც ხალხისგან განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. ისინი ხშირად ეხუმრებიან ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით და ამ ხუმრობებზე მთელ მსოფლიოს აცინებენ.
წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს, მწვანე ლამპრის გადაღებებზე გაიცნო. ფილმი იმდენად წარუმატებელი გამოდგა, რომ მის ერთადერთ დადებით მხარედ თამამად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ მან ბლეიკი და რაიანი ერთმანეთს შეახვედრა.
როგორც აღვინშნეთ, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. "ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. მეგობრობით დაწყება, ვფიქრობ, საუკეთესო გზაა ურთიერთობის გასაბმელად", — ამბობს რეინოლდსი.
ახალ საფეხურზე მათი ურთიერთობა კი მას მერე გადავიდა, რაც მწვანე ლამპრის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ისინი ორმაგ პაემანზე იყვნენ: "ის პაემანზე სხვა ბიჭთან ერთად იყო, მე კი სხვა გოგოსთან ერთად", — იხსენებს რეინოლდსი, — "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უხერხული პაემანი".
რა თქმა უნდა, აღარავისთვისაა უცნობი, რომ ისინი სამუდამოდ მეგობრებად არ დარჩენილან. წყვილმა 2012 წელს იქორწინა და უკვე თითქმის ერთი ათწლეულია, რაც ერთად არიან. ამ ხნის განმავლობაში მათ სამი შვილიც შეეძინათ.
როგორც ამ სტატიაში მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ზოგჯერ ფილმში ასახული სიყვარულის ისტორია ეკრანულ წყვილს რეალობად აქცევს ხოლმე. თუმცა ყველასთვის უმჯობესი იქნება, თუ გავაცნობიერებთ, რომ ჰოლივუდის მიერ დახატული სიყვარულის ისტორიები შორსაა რეალობისგან. და იმის მიუხედავად, რომ რეალური ურთიერთობები არასდროსაა იდეალური, ზოგიერთი მათგანი, შეიძლება — ყოველთვის ხანგრძლივი არა, მაგრამ იმაზე გაცილებით რომანტიკული არის ხოლმე, ვიდრე თვით ჰოლივუდურ ფანტაზიებშია.
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
კომენტარები