8 ნახატი, რომელიც გვაჩვენებს, რა არის სიყვარული
სიყვარული ამაღელვებელი, ამავდროულად კი მისტიკური გრძნობაა. ასობით ხელოვანს არაერთი საათი აქვს მიძღვნილი მის აღსაწერად. მაგალითად, ტოლკინმა ერვინს დიდი თავსატეხი გაუჩინა, როდესაც ელფს სიყვარულსა და უკვდავ ცხოვრებას შორის მოუწია არჩევნის გაკეთება. მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვახსენებს სიყვარულის მარადიულობას. თუმცა, ასევეა ხელოვნებაც. ნახატზე გამოსახული მომენტი სამუდამოდ იყინება დროში.
ვალენტინობისთვის გადავწყვიტეთ რომ ორი უკვდავი სფერო გავაერთიანოთ და სიყვარულის თემატიკაზე შექმნილი ნახატები გიჩვენოთ:
1. რუბენსი, ცხრატყავას ფანჩატური
თაფლობისთვიდან ახალდაბრუნებული რუბენსი ცხრატყავას ფანჩატურში თავის ცოლთან, იზაბელა ბრანტთან ერთად ზის. ბაღში ყველაფერი ყვავის, წყვილი კი მშვიდად ზის და სილამაზით ტკბება. იზაბელა მშვიდად და ლამაზად იღიმის. ცნობილია, რომ იზაბელას და პოლს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ — რუბენსი ასევე ნიჭიერი მწერალიც იყო და ცოლს მილიონობით სასიყვარულო წერილი დაუტოვა. მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხალხს ძირითადად გარიგებით აქორწინებდნენ და ახალდაქორწინებულების პორტრეტები ხშირად ფორმალური და ცივია, თუმცა ამ ფოტოში წყვილი სიყვარულს ასხივებს.
2. ვატეუ, სიურპრიზი
მზე ჩადის და მალე ღამე დადგება. მუსიკოსი ახალგაზრდა წყვილისგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ზის. შეყვარებულები იმდენად არიან თავიანთ საქმეში გართულნი, რომ იქვე წამოსკუპებულ ცნობისმოყვარეს ყურადღებას არ აქცევენ. შეიძლება მუსიკა სიყვარულის ჰანგად ჩაესმით, ან ერთმანეთის გარდა ვერაფერს ამჩნევენ. მუსიკოსის მზერაში იკითხება, რომ ის საკმაოდ ტრაგიკული ფიგურაა და ადამიანური სითბო და ალერსი აკლია. ვერ ვიტყვით, რომ ეს მარტო მისი გასაჭირია.
3. რენუარი, ცეკვა ქვეყნის შიგნით
რთულია იმისი თქმა, რენუარის მოცეკვავე წყვილი რით უფრო მოხიბლულია — ცეკვით, ზაფხულის სიცხით თუ ერთმანეთით. უკანა ფონზე ვახშამი არეულად აწყვია, ქუდი იატაკზეა დაგდებული და ქალი ძლივს ახერხებს, რომ მარაო ხელიდან არ გაუვარდეს. გაცისკროვნებულ ღიმილში ორივეს ეტყობა რომ მალე ბუმბულის ლოგინი ელით. მნახველი მაშინვე ხვდება, რომ წყვილი ახლა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერია.
4. კლიმტი, კოცნა
ერთმანეთში გადახლართული წყვილის კოცნა ტილოზე სამუდამოდ არის აღბეჭდილი. მათი სიყვარული არაამქვეყნიურია. თითქოს სამყაროში მხოლოდ ეს მინდორი არსებობს, შარავანდედივით შემორტყმული ოქროსფერი ფოთლები კი ამ აზრს უფრო განამტკიცებს. თითქოს წყვილი გრავიტაციის კანონებს არაფრად აგდებს და მათ ქვეშ არანაირი სივრცე არ არსებობს. რა გასაკვირია, რომ ჰიპებს განსაკუთრებით უყვართ კლიმტის ნახატები, განსაკუთრებით კი კოცნა, რომელიც მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება.
ნახატი ახალგაზრდა წყვილების გრძნობებს გამოხატავს — როდესაც კოცნის დროს სამყარო ჩერდება და ყველაფერი მათ გარშემო ბრუნავს.
5. კარავაჯო, მუსიკოსები
კარავაჯოს ნამუშევარი უნიკალური სტილითაა ცნობილი. მხატვარი ექსტრემალურად შავი ან თეთრი ფერებით აღწერს ორი ბიჭის სიყვარულს. ნახატი ცოცხალი და ხასხასა ფერებითაა შესრულებული, რაც სიზმრიდან გადმოსული ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის მუსიკალურ კონცერტს ასახავს, რომელიც მალე დიდი სიყვარულის დასაწყისი უნდა გახდეს. ამას მფრინავი კუპიდონიც ადასტურებს.
6. მაგრიტი, შეყვარებულები
ერთი შეხედვით ეს უფრო ბრმა პაემანს ჰგავს. ორი შეყვარებული ცდილობს, რომ ერთმანეთს აკოცოს, როცა თავზე ნაცრისფერი ტომრები აქვთ ჩამოცმული. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს ვერც ხედავენ და ვერც ეხებიან. ნახატი სექსუალურ იმედგაცრუებას ასახავს, თუმცა, ნამუშევრის თავზე დამაგრებული ორნამენტი მინიშნებას გვაძლევს, რომ წყვილი შეიძლება სულაც გარიგებით იცნობენ ერთმანეთს და საზოგადოების წნეხის გამო არიან ერთად. შეიძლება ისინი ერთმანეთს საერთოდაც არ იცნობდნენ. თავზე ჩამოფარებული ტილო ასევე შეიძლება სუდარასაც აღნიშნავდეს.
7. ფრიდა კალო, ავტოპორტრეტი
ეს ორმაგი პორტრეტი ფრიდა კალომ მაშინ შექმნა, როდესაც ის და დიეგო რივერა განქორწინდნენ. როგორც ყოველთვის, კალომ მეტაფორა პირდაპირ ნახატში გააცოცხლა. დიეგო სულ მის თავშია, მის ტვინშია ჩაბეჭდილი და მიუხედავად ქაოსური სიტუაციისა, მასზე ფიქრს ვერ წყვეტს. ფრიდას დიეგოს საყვარელი მექსიკური სამოსი აცვია და ფოთლების გვირგვინი ახურავს თავზე, რაც იმას განასახიერებს, რომ კალო სურათისა და დიეგოს ტყვეა. თუმცა ეს მათი სიყვარულის დასასრული არ ყოფილა. იმ დროისთვის როდესაც კალომ ნახატი დაასრულა, წყვილი უკვე ხელმეორედ იყო დაქორწინებული.
8. შაგალი, დაბადების დღე
სიყვარულით ფრთაშესხმული კაცი ჰაერში ტივტივებს და შეყვარებულს კოცნის. შაგალი მალე თინეიჯერ ბელაზე დაქორწინდა, რომელიც მისი ცხოვრების მუზად გადაიქცა და შესაბამისად გრავიტაციის კანონების დამრღვევი მომენტი სწორედაც რომ რეალურმა სიყვარულმა შთააგონა. ნახატი სავსეა ველური სიყვარულის გამოხატულებით და ცხადია, რომ კაცი შეყვარებულს აღმერთებს. შალის ფარდებით გაწყობილი ოთახი ტაძრის შთაბეჭდილებას ტოვებს. შაგალის მიერ ცოლისთვის მიწერილ წერილში ვკითხულობთ:
"როგორც კი ფარდები გადავწიე და ფანჯარა გავაღე, მასთან ერთად ოთახში ყვავილები, სუფთა ჰაერი და სიყვარულის სურნელი შემოვიდა."
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები