დუშეთის მერიაში 60 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 110 ლიტრი საწვავი ჩაატიეს — აუდიტი
დუშეთის მერიის თანამშრომლებმა 55-60 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 100-110 ლიტრი საწვავი ჩაატია. 2017-2018 წლების დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადებულ აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
"მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, მათ შორის დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზირებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. 2017-2018 წლებში გამოვლინდა 33 ასეთი შემთხვევა და ჩასხმული იქნა ჯამში 3 600 ლიტრი საწვავი", — ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
აუდიტორები მიუთითებენ ისეთ შემთხვევებზეც, როცა ერთსა და იმავე მანქანაში დღის განმავლობაში საწვავი რამდენჯერმე ჩაასხეს, საწვავის ჯამური მოცულობა კი მანქანის ავზის მოცულობას აღემატებოდა. აღმოჩენილი გარემოების საილუსტრაციოდ უწყება ცხრილსაც აქვეყნებს.
როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ, დუშეთის მერიამ განმარტა, აღნიშნული გარემოებები გამოიწვია იმან, რომ ბენზინგასამართი სადგური, რომლიდანაც მუნიციპალიტეტი საწვავს ყიდულობდა ზოგიერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან 50-150 კმ-ით იყო დაშორებული:
"შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ვერ ახერხებდნენ ავტოგასამართ სადგურზე მათთვის გამოყოფილი საწვავის ჩასასხმელად თვეში რამდენჯერმე ჩამოსვლას. ამიტომ, საწვავს ასხამდნენ როგორც ავტომანქანის ავზში, ასევე დამატებით ჭურჭელში, ჩიპის მოხსნის გზით".
ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა საბიუჯეტო უწყებაში მანქანაში საწვავი იმაზე გაცილებით მეტი "ჩაასხეს", ვიდრე ავზის მოცულობა იყო. ასე მოხდა ზუგდიდის მერიაშიც. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები