ზელენსკი დონბასში კონფლიქტის გამწვავებას მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობას უწოდებს
18 თებერვალს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსახლეთ ნაწილში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად მათი ერთი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. მათივე ცნობით, მოკლულია ოთხი სეპარატისტი და დაიჭრა — ექვსი. შეტაკება ლუგანსკის რეგიონში, სოფელ ზოლოტესთან მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სეპარატისტული ძალების პროვოკაციები ხელს ვერ შეუშლის კიევს, მიაღწიოს მშვიდობას:
"დღეს დილით თავს დაესხნენ გაერთიანებული ძალების პოზიციებს. მათ გამოიყენეს იარაღი, რაც მინსკის შეთანხმებით აკრძალულია... ჩვენ განვიხილავთ და გადავწყვიტავთ მომდევნო ნაბიჯებს. ჩვენი არჩეული კურსი, რომ დასრულდეს ომი და შესრულდეს საერთაშორისო შეთანხმებები, უცვლელია".
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის გახსნაში კიევს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უკრაინული ძალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც აფეთქდნენ.
უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირი გამოეხმაურა. მათ მოუწოდეს რუსეთს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიმართ ზემოქმედება მოახდინოს, რათა სრულად შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
"ცნობები იმის შესახებ, რომ დონბასში იყო სამხედრო ესკალაცია, გამოიყენეს იარაღი, რაც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელია", — განაცხადა უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მაატი მაასიკასმა.
უკრაინის კონფლიქტს ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევაა.
ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის მიხერ მხარდაჭერილი ძალების მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს:
"უკრაინა ცხელ ომს აწარმოებს შუაგულ ევროპაში. ეს არის პრინციპებისა და ღირებულებების ომი. ჩვენ უკრაინის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ", — წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ომს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები