ჯენიფერ ლოურენსი ნეტფლიქსის კომედიაში მთავარ როლს შეასრულებს

ფოტო: Getty Images / Netflix
2019 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი რეჟისორი, ადამ მაკკეი ნეტფლიქსისთვის ახალ პროექტზე მუშაობდა. სულ ცოტა ხნის წინ კი დადასტურდა, რომ ფილმში მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.
Don’t Look Up — ასე ჰქვია მომავალ კომედიური ჟანრის ფილმს, რომელშიც ჯენიფერ ლოურენსი ასტრონავტის როლს მოირგებს: დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება, ლოურენსის გმირს კი სურს, რომ მთელი პლანეტის მოსახლეობა გააფრთხილოს ამის შესახებ.
ფილმის რეჟისორი, ადამ მაკკეი ისეთი ცნობილი კინოსურათების ავტორია, როგორებიცაა The Big Short და Vice — ორივე ფილმი ოსკარების დაჯილდოებაზე არაერთ ნომინაციაში იყო წარდგენილი. თავისი როლებით ცნობილია ჯენიფერ ლოურენსიც, რომელმაც 2012 წელს Silver Linings Playbook-ში შესრულებული როლისთვის ოსკარიც დაიმსახურა.
Don’t Look Up-ის გადაღებები აპრილში დაიწყება, პრემიერა კი დიდი ალბათობით წლის ბოლომდე შედგება.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით ერთადერთი ფილმი არ იქნება, რომელსაც წელს ვიხილავთ: წლის ბოლომდე დაგეგმილია პაოლო სორენტინოს Mob Girl-ისა და A24-ის ჯერჯერობით უცნობი პროექტის პრემიერები, რომლებშიც ჯენიფერ ლოურენსი თამაშობს.
მოკლედ, არც ისე დატვირთული ბოლო წლების შემდეგ, როგორც ჩანს, ოსკაროსანი მსახიობი ერთდროულად რამდენიმე ფილმით ბრუნდება და მის გულშემატკივრებს სანახაობას არ მოაკლებს.

-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები