ნიგერიელმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარი თავდასხმისას 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა. ნავთობით დატვირტთულ ტანკერს თავს ლაგოსის სიახლოვეს დაესხნენ.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენენ, ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს, როგორც გემთმფლობელთან, დროშის სახელმწიფოსთან, ჩვენ ყოველ საათობრივად ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნული ინციდენტის შესახებ. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველა მხარეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გავასარაროვოთ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე", — განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.