შეუძლია თუ არა მზის ენერგიას ენერგობაზრის შეძვრა
ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, თვლიდა, რომ იდეალური სახლი ზამთარში თბილი, ზაფხულში კი გრილი უნდა ყოფილიყო. იმ დროს ასეთი სურვილის გამოთქმა კი ადვილი იყო, მაგრამ მიღწევა — ერთობ რთული.
და მაინც, ძალიან ბევრი პრემოდერნული ცივილიზაცია ახერხებდა ისეთი შენობების აგებას, რომელიც ზამთრის მკრთლად მანათობელ მზის სხივებს იჭერდა, ზაფხულში კი მაქსიმალურ ჩრდილს უზრუნველყოფდა.
ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველად კი ჟღერს, მაგრამ მსგავი ტექნოლოგია მზის ენერგიის იმ ტიპის წყაროს ნამდვილად არ წარმოადგენდა, რომელსაც თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეეძლებოდა. და ამ კუთხით ათასწლეულმა თითქმის ყოველგვარი პროგრესის გარეშე გაიარა.
1980 წელს გამოქვეყნებული წიგნი, ოქროს ძაფი, რომელიც კაცობრიობის მზესთან ურთიერთობის ისტორიას გვიყვება, ხოტბას ასხამს საუკუნეების განმავლობაში მზის ენერგიის ჭკვიანურად გამომყენებელ არქიტექტურასა და ტექნოლოგიებს. ავტორმა 1970-იანებში სანავთობო ინდუსტრიისგან ჩიხში შესულ ეკონომიკურ სისტემებს გამოსავლად წარსულის სიბრძნის გაზიარება დაუსახა. მაგალითად, პარაბოლური სარკეები, რომელიც გამოიყენებოდა 3 ათასი წლის წინ ჩინეთში, შესაძლებელს ხდიდა ხორცის შეწვას მზის სხივების ფოკუსირებით.
მზის თერმული სისტემები იყენებდა ზამთრის მზეს ჰაერის თუ წყლის გასათბობად, რასაც კომუნალური გადასახადების შემცირება შეეძლო. მსგავსი სისტემებით დღეს გათბობისთვის საჭირო მსოფლიო ენერგიის ერთი პროცენტი გამოიმუშავება. ეს, მართალია, არაფერზე უკეთესია, მაგრამ ამ მდგომარეობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მზის ენერგიის რევოლუციას.
ოქროს ძაფი მარტოოდენ მოკლედ აღწერს იმას, რაც 1980 წლისთვის ნიშურ ტექნოლოგიას წარმოადგენდა: ფოტოელექტრულ პანელს, რომელიც მზის სხივებს ელექტროენერგიად გარდაქმნის.
ფოტოელექტრო ტექნოლოგია ახალი არ არის. ის 1839 წელს 19 წლის ფრანგმა მეცნიერმა, ედმონდ ბეკერელმა, აღმოაჩინა. 1883 წელს ამერიკელმა ინჟინერმა, ჩარლზ ფრიტსმა კი შექმნა პირველი გამძლე ფოტოელექტრული პანელი და შემდეგ ნიუ-იორკში შენობის სახურავზე პირველად დაამონტაჟა მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე პანელს აერთიანებდა. ეს ადრინდელი პანელები გაკეთებული იყო ხარჯიანი მასალისგან — სელენისგან — რომელიც ძვირადღირებულთან ერთად არაეფექტიანიც იყო.
იმ დროის ფიზიკოსებს ზუსტი წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა მსგავსი მოწყობილობა — ამის გასაგებად ახალგაზრდა ყმაწვილის, ალბერტ აინშტაინის მიერ 1905 წელს შექმნილ ნაშრომებში გაცხადებული იდეების ცოდნა იყო საჭირო.
ამ სფეროში გარღვევა მხოლოდ 1954 წელს მოხდა, როცა ამერიკაში, ბელის ლაბორატორიის მეცნიერებმა მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს. სრულიად შემთხვევით მათ შეამჩნიეს, რომ სილიციუმის კომპონენტები მზეზე ელექტრული ძაბვის გამომუშავებას იწყებდა. ამასთან, სილიციუმი, სელენისგან განსხვავებით, იაფი იყო და, როგორც ბელის ლაბორატორიის მკვლევრებმა გამოთვალეს, 15-ჯერ ეფექტიანიც.
ეს ახალი, სილიციუმის ფოტოელექტრული პანელი სატელიტებისთვის მისწრება აღმოჩნდა. 1958 წელს ამერიკული ვანგარდ 1 გახდა პირველი სატელიტი, რომელმაც ორბიტაზე ექვსი ასეთი მზის პანელი გაიტანა. კოსმოსში მზე ყოველთვის ანათებს და, მართლაც, უკეთესი რა შეიძლება მოვიგონოთ მრავალ მილიონ დოლარად შეფასებული სატელიტის ენერგიით მოსამარაგებლად?! მაგრამ დედამიწაზე ფოტოელექტრული პანელები იშვიათად გამოიყენებოდა: ეს ტექნოლოგია მაინც ზედმეტად ხარჯიანი იყო.
ვანგარდ 1-ის მზის პანელები ნახევარ ვატს უამრავი ათასი დოლარის ფასად აწარმოებდა. 1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის პანელების მიერ ნაწარმოები ერთი ვატის ფასი 100 დოლარამდე დაეცა; რაც ნიშნავდა იმას, რომ ერთი ნათურის ასანთებად 10 ათასი დოლარის ღირებულების პანელები იყო საჭირო. თუმცა ფასი სულ უფრო იკლებდა. 2016 წლისთვის ერთი ვატი 50 ცენტს გაუტოლდა და ღირებულება კვლავ განაგრძობდა სწრაფ დაღმასვლას.
ათასწლეულის განმავლობაში ნელი ტემპით მიმდინარე განვითარების პროცესი მოულოდნელად საგრძნობლად დაჩქარდა. თუმცა ჩვენ ალბათ შეგვეძლო კიდეც ტექნოლოგიის ამ სფეროში მსგავსი მზარდი ტემპით განვითარების პროგნოზირება.
1930-იან წლებში ამერიკელი ავიაციის ინჟინერი, ტ.პ რაიტი, ყურადღებით აკვირდებოდა თვითმფრინავების ქარხნების მუშაობას. მან გამოაქვეყნა კვლევა, სადაც წარმოაჩინა, რომ რაც უფრო ხშირად აგებდნენ კონკრეტული ტიპის თვითმფრინავს, მით უფრო სწრაფად და იაფად იწყობოდა შემდეგი. ამის მიზეზი ის იყო, რომ მშენებლები იღებდნენ გამოცდილებას, სპეციალიზირებული იარაღები ვითარდებოდა და ისახებოდა დროის თუ მასალის დაზოგვის ახალ-ახალი გზები.
რაიტმა გამოითვალა, რომ ყოველ ჯერზე, როცა წარმოება ორმაგდებოდა, პროდუქციის თვითღირებულება 15 პროცენტით იკლებდა. ამ ფენომენს ინჟინერმა სწავლის მრუდი უწოდა.
ცოტა ხნის წინ ეკონომისტებისა და მათემატიკოსების ჯგუფმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მიაგნო იმის დამარწმუნებელ მტკიცებულებას, რომ სწავლის მრუდის ეფექტები მოქმედებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, — ტრანზისტორებიდან დაწყებული, ლუდით დასრულებული, — რომელთა შორის ფოტოლექტრული პანელებიცაა.
ზოგჯერ სწავლის მრუდი ნაკლებადაა გამოხატული, ზოგჯერ კი — გაცილებით თვალშისაცემად, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ყოველთვის არსებობს. ფოტოელექტრული პანელების შემთხვევაში ეს ტენდენცია ერთობ გამოხატულია: წარმოების რაოდენობის ყოველი გაორმაგებისას პროდუქტის ფასი ოც პროცენტზე მეტით ეცემა. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან წარმოება ძლიან სწრაფად იზრდება: 2010 წლიდან 2016 წლამდე მსოფლიომ იმაზე ასჯერ მეტი მზის პანელი აწარმოა, ვიდრე 2010 წლამდე უწარმოებია. ბატარეებიც — ფოტოელექტრული პანელების მსგავსი ტექნოლოგია — ასევე ციცაბო სწავლის მრუდს მიუყვებიან.
სწავლის მრუდი ისეთ უკუკავშირულ ყულფს ქმნის, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების წინასწარმეტყველება რთულდება. პოპულარული პროდუქტები იაფდება, იაფი პროდუქტი კი პოპულარული ხდება. შესაბამისად, ყოველ ახალ პროდუქტს ადრეული ძვირადღირებული საფეხურის დაძლევა უწევს. მზის ფოტოელექტრული პანელები თავიდან დიდძალ დაფინანსებას მოითხოვდა. ამის მაგალითია გერმანია, სადაც გარემოსდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით ამ ტექნოლოგიის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი თანხა გამოიყო.
ბოლო დროს, როგორც ჩანს, ჩინეთიც ცდილობს წარმოების გაფართოებას, რათა დახვეწოს ტექნოლოგია. ამის შედეგად, ობამას პრეზიდენტობისას, აშშ-ის ადმინისტრაციამ დაიჩივლა კიდეც, რომ იმპორტირებული მზის პანელები საგანგაშოდ გაიაფდა.
მზის პანელები განსაკუთრებით პერსპექტიულია იმ შედარებით ღარიბ ქვეყნებში, სადაც ენერგომომარაგების პრობლემაა და, ამასთან, ბევრი მზიანი დღეცაა. მაგალითად, როცა ნარენდრა მოდი 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მან საზოგადოებას ამბიციური გეგმები წარუდგინა ფართომასშტაბიანი მზის სადგურების მშენებლობის შესახებ. თუმცა მან ასევე პატარა ენერგოსისტემების იმ სოფლებში აგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელთაც ცენტრალურ ენერგოსისტემებთან წვდომა არ ან შეზღუდულად აქვთ.
დღეს, როცა ფოტოელექტრო პანელის წარმოებამ სწავლის მრუდზე მნიშვნელოვანი მანძილი განვლო, ის კონკურენტულია მდიდარ და სხვა ტიპის ენერგოსისტემებზე წვდომის მქონე ადგილებშიც კი. ჯერ კიდევ 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მზიან რეგიონებში ხორციელდებოდა პროექტები, რომელთა მიზანიც იყო მოსახლეობის უზრუნველყოფა ფოტოელექტრო პანელებით გამომუშავებული ისეთი ელექტროენერგიით, რომელიც საწვავით მიღებულ იმავე პროდუქტზე იაფი დაჯდებოდა.
ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მზის ენერგია სერიოზულ საფრთხედ გარდაიქმნებოდა ნავთობის ინფრასტრუქტურისთვის; ოღონდ არა იმიტომ, რომ ასეთი წესით გამომუშავებული ენერგია ეკოლოგიურად სუფთაა, არამედ იმიტომ, რომ ის იაფია.
მაგალითად, 2016 წლის ბოლოს ნევადაში რამდენიმე მსხვილი კაზინოს ქსელი სახელმწიფო კომუნალური მომსახურების შეძენიდან განახლებადი ენერგიის წყაროს შესყიდვაზე გადავიდა. ეს არ იყო იმიჯის გასაუმჯობესებლად შემუშავებული მარკეტინგული ხრიკი; ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად თანხების დაზოგვა ედო — მიუხედავად 150 მილიონი დოლარისა, რომელიც კომპანიებმა ცენტრალური ქსელიდან გამოსასვლელად გადაიხადეს.
მზე არ ანათებს ღამით, ზამთრის მარაგის შევსებაც დიდ გამოწვევად რჩება. როგორც სოკრატე იტყოდა, ჭკვიანი ადამიანი ხვდება, რომ მან არაფერი იცის.
მაგრამ სწავლის მრუდი გვაჩვენებს, რომ მზის ენერგიის საბოლოო ტრიუმფი სავსებით შესაძლებელია: რაც უფრო პოპულარული ხდება ის, მით მეტად იაფდება; და რაც მეტად იაფდება ის, მით უფრო პოპულარული ხდება. ასე რომ, მიუხედავად სოკრატეს მოსაზრებისა, ეს წარმატების რეცეპტივით ჟღერს.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
კომენტარები