ოპერის ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა, პლასიდო დომინგომ ბოდიში მოიხადა, რომ იმ არაერთ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, "ტკივილი მიაყენა".

მომღერალი გასული წლის აგვისტოს რვა ქალმა დაადანაშაულა შევიწროებაში. დომინგო თავდაპირველად ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა მალევე ლოს-აჯელესის ოპერის ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელიც 2003 წლიდან ეკავა, გადააყენეს.

მას სულ ოცი ქალი ადანაშაულებს მას შევიწროებასა და შეუფერებელ ქცევაში. ცოტა ხნის წინ კი Los Angeles Times-მა მომღერლის განცხადება გაავრცელა, სადაც ის მის სავარაუდო მსხვერპლებს ბოდიშს უხდის:

"პატივისცემას გამოვხატავ იმ ქალების მიმართ, რომლებმაც საბოლოოდ მაინც მოახერხეს, რომ ხმამაღლა ესაუბრათ ამ საკითხზე. მინდა მათ იცოდნენ, რომ ძალიან ვწუხვარ იმ ზიანის გამო, რაც მათ მივაყენე. ჩემს ქცევებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. ახლა მესმის, რომ ზოგიერთ ქალს თავისი რეალური შიშების გამოხატვის აქამდე იმიტომ ეშინოდა, რომ ამას შესაძლოა მათ კარიერაზე გავლენა მოეხდინა".

გასულ წელს საჯაროდ გაცხადებული ბრალდებების შემდეგ, ხელოვანი მუსიკოსების ამერიკულმა გილდიამ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, The New York Times-ის ცნობით, ორ ათეულზე მეტი მოწმე გამოვლინდა, ვინც მომღერალმა სექსუალურად შეავიწროვა ან ამ ფაქტს პირადად შეესწრო.

ბრალდებების ძირითადი ნაწილი 1990-ანი წლებიდან 2000-ანების ათიან წლებამდე მომხდარ შემთხვევებს მოიცავს. ლოს-ანჯელესის ოპერამ, რომელსაც პლასიდო დომინგო 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა, დამოუკიდებლად დაიწყო ასევე გამოძიება, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

79 წლის დიმინგო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომღერალია მთელს მსოფლიოში, რომელსაც ასეულობით კონცერტზე არაერთი ცნობილი საოპერო როლი მოურგია.