თუ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას დავინახავ, აჭარის მაუწყებლიდან პირველი მე წავალ — ვახო ხუზმიაშვილი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ახალი მოადგილე, ვახო ხუზმიაშვილი, დღეს მაუწყებელში პირველად მივიდა და თანამშრომლებს შეხვდა. როგორც შეხვედრისას ხუზმიაშვილმა თანამშრომლებს უთხრა, ის მხარს უჭერს ჟურნალისტებს და თუ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას დაინახავს, ტელევიზიიდან პირველი თავად წავა.
"მართალი სიტყვა რომ ისმოდეს ამ ტელევიზიიდან და კრიტილული სიტყვა რომ ისმოდეს, იმის მხარეს ვიქნები. ერთადერთი ვიცი, რომ სიტუაცია რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს და ჟურნალისტები არ იყვნენ სტრესულ გარემოში. მე აბსოლუტარად მხარს ვუჭერ ჟურნალისტებს, მე თუ აქ დავინახავ სარედაქციო ჩარევას, ჟურნალისტების გვერდზე ვიქნები. არც ხელფასი მიღირს, არც არაფერი, პირველი მე წავალ ამ ტელევიზიიდან, თუ მე აქ ვნახავ, რომ ვინმე შინაარსობრივ მხარეში ერევა", — განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
აჭარის ტელევიზიაში დირექტორის პირველი მოადგილედ ნათია ზოიძის ნაცვლად ვახო ხუზმიაშვილი 21 თებერვალს აირჩიეს. ის კომისიამ დახურულ სხდომაზე შეარჩია.
აჭარის მაუწყებელში ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული მრჩევლებისგან არჩეული გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ თანამშრომელთა ეჭვები გამართლდა. არხის დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს უფლებები შეუზღუდეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით დაანონსდა, რომ შეიცვლებოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და პროტესტის მიუხედავად დირექტორმა, კვლავ ქართული ოცნებისგან დანიშნული მრჩევლების დახმარებით, მაია მერკვილაძეს სხვა თანამდებობა შესთავაზა.
გარდა ამისა, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგ. ამ მოვლენების გამო, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები