6 მითი კორონავირუსზე
ბოლო დროს არაერთი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსსა და მისგან თავის დაცვის გზებზე. The Guardian-მა ამ მოსაზრებათაგან ყველაზე აქტუალურები ამოარჩია, რათა ენახა, რამდენად დგას მათ უკან ფაქტებით გამყარებული სიმართლე.
1. მოსაზრება: "ეს ვირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე საშიში არაა"
ახალი კორონავირუსისგან, იმავე COVID-19-ისგან ბევრ დაინფიცირებულს სეზონური გრიპის სიმპტომებზე უარესის გადატანა ნამდვილად არ უწევს. თუმცა დაავადების ზოგადი ხასიათი, მათ შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სეზონურ გრიპზე სერიოზულ ვირუსზე მიუთითებს.
დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე სიკვდილიანობის დაფიქსირებული მაჩვენებელი, შესაძლოა, უფრო გაზვიადებული იყოს, რადგან არის შანსი, რომ მსუბუქ ფორმებში გამოვლენილი დაავადების ბევრი შემთხვევა უბრალოდ არ აღინუსხება. თუმცა ამ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ COVID-19-ის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა. ბრიუს ეილვორდმა, რომელიც ჩინეთში საერთაშორისო და საგანგებო მისიით იმყოფებოდა, რათა მეტი შეეტყო ვირუსზე და ქვეყნის საპასუხო ქმედებებზე, განაცხადა, რომ არაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ. თუ ეს დამატებითი კვლევის შედეგებითაც დადასტურდება, უკვე შეგვეძლება იმის თქმა, რომ სიკვდილიანობის ამჟამინდელი მაჩვენებლი — დაახლოებით 1% — ზუსტია. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ COVID-19 დაახლოებით ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სეზონური გრიპი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში 290 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანს კლავს.
2. მოსაზრება: "დაავადება სასიკვდილო მხოლოდ ხანდაზმულებისთვისაა, ამგვარად ახალგაზრდებს საზრუნავი არ აქვთ"
მეტწილად, ხალხს, რომელიც არც ასაკოვანია და არც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს, COVID-19-ით კრიტიკულად დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მაინც დიდი შანსია, რომ დაავადება სეზონურ გრიპზე უფრო სერიოზულ რესპირატორულ სიმპტომებში გადაიზარდოს. ამასთანავე, არსებობენ სხვა ტიპის რისკ-ჯგუფებიც — მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები, რომლებიც უფრო დაუცველნი არიან, რადგან დაინფიცირებულებთან პირდაპირი შეხება აქვთ ხოლმე.
ჯანსაღი ახალგაზრდების ქმედებები, მათ შორის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ქონისას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და კარანტინისას დასაცავი ინსტრუქციების მიყოლა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებასა და დაავადების გავრცელების მთლიანი ტრაექტორიის ფორმირებაში.
3. მოსაზრება: "სამედიცინო ნიღაბი არაფერს აკეთებს"
რასაკვირველია, სამედიცინო ნიღაბი ვირუსისგან თავის არიდების უპირობო გარანტი არ არის — ვირუსებს თვალში შეღწევაც შეუძლიათ და გადადიან ისეთი უმცირესი ვირუსული ნაწილაკებით, ეგრეთ წოდებული აეროზოლებით, რომლებსაც ნიღბებში შეჭრაც ძალუძთ. მიუხედავად ამისა, ნიღბები ეფექტიანი თავდაცვის საშუალებაა შედარებით მოზრდილი წვეთებით გავრცელებული ბაქტერიებისგან, რაც კორონავირუსის გადადების უმთავრესი წყაროა. ასევე, რამდენიმე კვლევით დასტურდება, რომ, უხეში შეფასებით, სამედიცინო ნიღაბი ხუთჯერ ზრდის თავდაცვის ხარისხს. თუკი ინფიცირებულთან გიწევთ პირდაპირი კონტაქტი, ნიღაბი ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს. ხოლო თუ უბრალოდ ქალაქში დადიხართ და სხვებთან ახლო კონტაქტი არ გაქვთ, ნიღბის ტარებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
4. მოსაზრება: "ვირუსის გადასადებლად დაინფიცირებულ ადამიანთან 10 წუთის გატარებაა საჭირო"
გრიპის შემთხვევაში ზოგიერთი საავადმყოფოს მიერ დადგენილი გზამკვლევი გვეუბნება, რომ დაინფიცირებულ ადამიანთან, რომელიც ახველებს ან აცემინებს, ორ მეტრზე უფრო მიახლოება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მიზანშეწონილი არაა. თუმცა დაინფიცირება შესაძლოა უფრო მოკლეხნიანი კონტაქტითაც მოხდეს ან სულაც მყარი ზედაპირებიდან მოხვდეს ბაქტერიები თქვენს ორგანიზმში, მაგრამ ამ გზით ვირუსის გავრცელება უფრო იშვიათია.
5. მოსაზრება: "ვაქცინა შესაძლოა რამდენიმე თვეში იყოს მზად"
მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გამოვლენისთანავე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა, რაშიც მათ დიდად დაეხმარა ის ფაქტი, რომ ჩინელმა კოლეგებმა სწრაფად მოახერხეს ვირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრა. მას შემდეგ ეფექტიანი ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფი ტემპით გრძელდება და რამდენიმე ჯგუფი უკვე ატარებს ცდებს ცხოველებზე. მიუხედავად ამისა, იმ დამატებით ცდებს, რომლებიც ვაქცინის ბაზარზე გამოტანამდე უნდა განხორციელდეს, ერთობ დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გამოირიცხოს გვერდითი ეფექტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი ვაქცინის შესაქმნელად ერთი წელიც კი მოკლე დრო იქნება.
6. მოსაზრება: "პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ვეღარაფერს მოვიმოქმედებთ"
პანდემია განმარტებულია როგორც მდგომარეობა, როდესაც ახალი დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება — თუმცა ის ზუსტი წერტილი, რომლის შემდეგაც ამ მდგომარეობის გამოცხადება მართებულია, ფაქტობრივად, არ არსებობს. რეალურად, ის ზომები, რაც ახლაა მიღებული, პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში არ შეიცვლება. დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ნაბიჯები ვირუსის უბრალოდ ერთიანად მოსპობას არ გულისხმობს. დაავადების გავრცელების შეფერხება და ეპიდემიის პიკის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ჯანდაცვის სისტემებს უკეთ შეეძლებათ, პაციენტების მოულოდნელად გაზრდილ ნაკადებს გაუმკლავდნენ.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები