სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშეა — EMC აჭარის მაუწყებელზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და საინფორმაციო სამსახურში მიმდინარე პროცესებს "მძიმეს" უწოდებს.
დღეს გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.
"მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუყოვნებელი ზომების მიღებას საჭიროებს", — აცხადებს EMC.
ცენტრის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მართავდნენ სამუშაო შეხვედრებს მაუწყებლის რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან, რის შემდეგაც ტელეკომპანიაში არსებულ სიტუაციას "კრიტიკულად მძიმედ" აფასებენ.
EMC-ში მიიჩნევენ, რომ აჭარის მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყო, იქამდე, სანამ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე არ გაათავისუფლეს. მდგომარეობის გაუარესებას არასამთავრობო ორგანიზაცია ახალ მენეჯმენტს უკავშირებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, კოხრეიძის მოსვლის შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ორგანიზაციაში იხსენებენ სამსახურიდან დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წასვლას და ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანილ მაია მერკვილაძეს:
"ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი ყველა საკვანძო პოზიციის მქონე პირი გაათავისუფლა და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დააყენა".
EMC-ის განცხადებით, მაუწყებლის თანამშრომლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მათი ის ნაწილი, ვინც საჯარო გამოხატავს კრიტიკას ახალი დირექტორის გადაწყვეტილებების მიმართ, შევიწროების ობიექტი ხდება:
"გროვდება მათთან დაკავშირებული ინფორმაციები, რაც ჟურნალისტების მიმართ მტრულ სამუშაო გარემოს ქმნის. ის ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე ღიად იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად, შესაძლოა, ასევე გახდნენ შევიწროების, პოზიციური ცვლილებებისა და უკანონო გათავისუფლების მსხვერპლი".
EMC საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიყენონ საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები, რათა აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა აღდგეს. ორგანიზაცია ასევე ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვას და მაუწყებლის სარედაქციო და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებას ითხოვს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები