ანდორამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იდენტიფიცირებული პაციენტი 20 წლის მოქალაქეა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიის ქალაქ მილანიდან. დღეს, 2 მარტს, ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა ინდონეზიამაც.

იტალია ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრშია. ქვეყანაში ვირუსის 1 694 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 88 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, იტალია და ირანი.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: