ენმ მხარს არ დაუჭერს 40%-იან საარჩევნო სისტემას, სანამ ოცნება მას მანდატებში არ ასახავს
ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ 40%-იანი სისტემისთვის მხარდაჭერას არ განიხილავენ, სანამ მმართველი გუნდი კონკრეტულ ციფრებში არ დაასახელებს მანდატების როგორ განაწილებას გულისხმობენ. ამის შესახებ ბოკუჩავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის "პრინციპულია", რომ ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნოს სისტემას, არამედ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეჩერებას.
"გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქართული ოცნება საუბრობს 40%-იან ჩამკეტზე, მაგრამ არ სურს ამ 40%-იანი ჩამკეტის რეალურ ციფრებში გადმოტანა, რაც მოგვცემდა მარტივ განჭვრეტად საარჩევნო სისტემას, რომლის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა რ დარჩებოდა ხელისუფლებას. ამიტომ თუ ისინი იქნებიან მზად, ერთი მხრივ, რომ ეს 40%-იანი ჩამკეტი გადათარგმნონ კონკრეტულ ციფრებში და თუ ამაზე იქნება ერთიანი ოპოზიუციური პოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ ამ საკითხებზე"— განაცხადა ბოკუჩავამ.
დღეს, 2 მარტს, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გაცხადა, რომ მმართველ გუნდთან "შეთანხმება და ნორმალიზაცია" ვერ მოხდება, თუ ისინი პოლიტპატიმრების საკითხზე და 130/20 საარჩევნო სისტემაზე არ დათანხმდებიან. თუმცა, მისი თქმით, თუ ქართული ოცნება 130/20-ზე სისტემის კანონპროექტს შეიტანს პარლამენტში, ისინი მხარს დაუჭერენ და "სალაპარაკოს არ დაუტოვებენ"
ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი მაშინ შეწყდა, როცა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.
მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე საუბარი განახლდა, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს ვერცერთმა პარტიამ, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე. მათი მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ. ამიტომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე უარი განაცხადა.
ამავე თემაზე:
- მომგები მოიგებს, ვინც წააგებს, წააგებს — არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემის შეთავაზებაზე
- ჩვენი მხრიდან ისეთი მოდელია მოფიქრებული, თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე — მდინარაძე
შეწყვეტილი დიალოგი და საარჩევნო სისტემა
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდება, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. ოცნების დეპუტატებმა უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".
ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობენ.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფოტმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები