საფარი: პროკურორის გულგრილობის გამო უდანაშაულო ქალი სასჯელს იხდის
არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი აცხადებს, რომ პროკურორის გულგრილობის გამო უდანაშაულო ქალი ოთხწლიან სასჯელს იხდის. ორგანიზაცია ითხოვს, რომ არასწორად წარმოებული საქმის გამო პროკურორ ნათია ქომაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
4 მარტის პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ქალი შვილებზე ძალადობაშია ბრალდებული და ორი წელია სასჯელს იხდის, თუმცა მისი უდანაშაულობის შესახებ არაერთი მტკიცებულება არსებობს. მისივე თქმით, პროკურორმა არასწორად აწარმოა საქმე, რის გამოც არასწორი განაჩენი დადგა.
ბაია პატარაიას განმარტებით, ქალი და მისი შვილები ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. მისივე თქმით, ერთმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დედა ბავშვებზე არ ძალადობდა, ხოლო მეორე ექსპერტიზამ, ბავშვებზე მამის მხრიდან ძალადობა დაადასტურა. ამავე დროს, პატარაია ამბობს, რომ ბავშვებმა დედის წინააღმდეგ ჩვენება მამის ზეწოლის შედეგად მისცეს.
საფარში აცხადებენ, რომ მათი ჩართულობის შემდეგ ქმარი ცოლზე ძალადობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო არასრულწლოვნებზე მიმართ ძალადობის საქმე ჭიანურდება.
"ჩვენი აზრით იმიტომ ჭიანურდება მეორე საქმე, რომ პროკურატურა ცდილობს თავისი თანამშრომელი, ნათია ქომაშვილი დაიცვას და მას დააფაროს ხელი. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, გავასაჯაროოთ ეს საქმე", — განაცხადა ბაია პატარაიამ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პროკურატურა მესამე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ეს არასრულწლოვნებისთვის სტრესული იქნება:
"ჩვენ მოვახერხეთ და ბავშვები გადავიყვანეთ მზრუნველობაში და იმ ოჯახში, სადაც ბავშვები ჩამოშორებული იყვნენ ორივე მხარეს, დაიწყეს საუბარი, თუ რა მდგომარეობაში აგდებდა მამა".
ბაია პატარაია ამბობს, რომ გამოძიებას ორი ექსპერტიზა საკმარის მტკიცებულებად არ მიაჩნია და ამ დრომდე ბავშვებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები