სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება — ომბუდსმენი
შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური: “ომბუდსმენმა სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში დისკრიმინაცია დაადგინა” არასწორია და შეიცვალა. ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობამ, რომელმაც ამ თემაზე განცხადება გაავრცელა, ტექსტი ჩაასწორა.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. სასწავლო მასალებზე ინფორმაცია ომბუდსმენს თანასწორობის მოძრაობამ მიაწოდა. მათი თქმით, სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერებია.
ომბუდსმენმა უნივერსიტეტს მიმართა რეკომენდაციით, რათა მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უნივერსიტეტმა ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალა გამოიყენოს. მათ შორის, სახელმძღვანელოთა არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება დანართის სახით და სასწავლო პროცესში დანერგვა.
თანასწორობის მოძრაობამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2018 წლის 2 ნოემბერს განცხადებებით მიმართა, სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის. განცხადებების თანახმად, სახელმძღვანელოებში "სასამართლო მედიცინა" და "ბიოეთიკა" გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ.
"სახელმძღვანელოში "სასამართლო მედიცინა" (ავტორი: ბესარიონ კილასონია) გამოყენებულია ტერმინები: "პედარასტია", "აქტიური პედარასტი", "პასიური პედარასტი", "გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი". ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც "სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა" და "სადიზმი". სახელმძღვანელოში "ბიოეთიკა" (ავტორი: ბელა მამულაშვილი) გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: "ჰომოსექსუალიზმის ცოდვა", "ჰომოსექსუალისტები", "განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია", "ფარული ჰომოსექსუალური გადახრები." ამასთან, სახელმძღვანელო განმარტავს, რომ "მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. სახელმძღვანელოში გამოყენებულია აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირების მიმართ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მქონე განმარტებები. ბიოეთიკის სახელმძღვანელოში ხელოვნურ აბორტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ "ხელოვნური აბორტის ყოველი შემთხვევა უნდა შევაფასოთ როგორც ბოროტება", — ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები