ვინ არიან "კონტაქტები" და როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსის მქონე ადამიანთან შეხება გვქონდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას პირველ რიგში ყველას ის გვაინტერესებს, ვისთან ჰქონდათ შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. სწორედ ეს წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანასაც: გამოარკვიოს და მოიძიოს ის ადამიანები, რომელთაც ინფიცირებულ პაციენტთან თუნდაც 15-წუთიანი შეხება ჰქონდათ.
ვინ არიან "კონტაქტები"
პირები (სამედიცინო პერსონალის ჩათვლით) რომელთაც COVID-19-ის საეჭვო პაციენტებთან შეხება ჰქონდათ, კონტაქტებად ითვლებიან. მიზანშეწონილია, რომ მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვება 14 დღის განმავლობაში მოხდეს.
კონტაქტად ითვლება ადამიანი, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სახის კავშირი ჰქონდა დაავადებულთან:
- ჯანმრთელობის დაცვასთან ასოცირებული კონტაქტი, რომელიც მოიცავს დაავადებულისთვის პირდაპირი სამედიცინო დახმარების გაწევას, მუშაობას იმ სამედიცინო პერსონალთან, რომელიც ვირუსის მატარებელია, პაციენტების ვიზიტორები და ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე გარემოში, სადაც დაავადებული იმყოფებოდა;
- ადამიანები, რომლებიც პაციენტთან ერთად საკლასო ოთახში სწავლობდნენ ან ახლო პერიმეტრზე მუშაობდნენ;
- ადამიანები, რომლებიც პაციენტთან ერთად მგზავრობდნენ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
- სიმპტომების გამოჩენამდე 14 დღის განმავლობაში დაავადებულ ადამიანთან ერთად მცხოვრები პირები.
თუ ეჭვობთ, რომ შეიძლება თქვენ იყოთ "კონტაქტი", დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს.
გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში:
- თავად ნუ გადაწყვეტთ, რა ტრანსპორტით და როგორ უნდა გამოცხადდეთ საავადმყოფოში. გაითვალისწინეთ სამედიცინო პერსონალის რჩევები;
- ჯანდაცვის დაწესებულებამდე მგზავრობისას აუცილებლად ატარეთ სამედიცინო ნიღაბი;
- არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: გამოიძახეთ სასწრაფოს ბრიგადა;
- თუ თქვენი ავტომობილით წახვალთ საავადმყოფოში, ყველა ფანჯარა ჩაწეული უნდა გქონდეთ;
- დაიცავით რესპირატორული და ხელის ჰიგიენა;
- დაიცავით მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებისაგან.
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ზედაპირი, რომელზეც ბიოლოგიურ კვალს დატოვებთ, სტერილიზებას საჭიროებს.
წაიკითხეთ NCDC-ისა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
-
რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები