კრიტიკის შემდეგ ვუდი ალენის მემუარების გამოცემაზე გამომცემლობამ უარი თქვა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობა Grand Central, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგამომცემლო სახლ Hachette-ს ეკუთვნის, ვუდი ალენის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას აპირებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი გამომცემლობამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ წიგნს აღარ გამოსცემენ.
ამ გავლენიანი ჰოლივუდელი რეჟისორის ახალი წიგნი Apropos of Nothing 7 აპრილს უნდა გამოცემულიყო, თუმცა საჯარო კრიტიკის შემდეგ გამომცემლობამ თავისი სამომავლო გეგმები შეცვალა:
"ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ჩვენი გამომცემლობა თითოეულ ავტორთან ურთიერთობას სერიოზულად ეკიდება და დაგეგმილი წიგნების გამოცემას მარტივად არ აუქმებს. ჩვენ აქამდე გამოგვიცია და კვლავ გავაგრძელებთ გამოწვევების წინაშე მყოფ წიგნებს. როგორც გამომცემლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველდღიურად ჩვენი მუშაობის პროცესში განსხვავებული ხმებისა და დაპირისპირებული მოსაზრებების მოსმენა მოგვიწევს. ასევე, როგორც კომპანია, ჩვენს თანამშრომლებს ღია და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ. გასული დღეების განმავლობაში ჩვენს თანამშრომლებთან აქტიური საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ დაგეგმილი პროექტს ჩვენი კომპანია ვეღარ განახორციელებს", — ვკითხულობთ გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამომცემლობა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, როცა ცნობილმა ჟურნალისტმა და ვუდი ალენის შვილმა, რონან ფეროუმ გამომცემლობა "ღალატში" დაადანაშაულა: გასულ წელს სწორედ იმავე გამომცემლობამ გამოსცა რონან ფეროუს წიგნი Catch and Kill სექსუალური შევიწროების ცნობილი გამოძიების შესახებ.
რონან ფეროუ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჟურნალისტური გამოძიებით ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური შევიწროების საქმეზე საჯაროდ დაწერა, მხარს უჭერს თავის დას, დილან ფეროუს, რომელიც რეჟისორს ძალადობაში ადანაშაულებს.
"მაშინ, როცა მე და შენ ერთად ვმუშაობდით Catch and Kill-ზე — წიგნზე, რომელიც იმ ზიანზეცაა, რომელიც ვუდი ალენმა ჩემს ოჯახს მიაყენა, თურმე ამავდროულად საიდუმლოდ გეგმავდი, რომ იმ ადამიანის მემუარებიც გამოგექვეყნებინა, რომელიც სექსუალური მოძალადეა. ამის შემდეგ შენთან თანამშრომლობა აღარ შემეძლება. წარმოიდგინე, რომ ეს შენს დას შეემთხვა", — ასე მისწერა რონან ფეროუმ გამომცემლობის დირექტორს და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.
ამ ფაქტიდან მალევე გამომცემლობა Hachette-ს ნიუ-იორკის ოფისი რამდენიმე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა: მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს რონან და დილან ფეროუებს, სექსუალური ძალადობის ფაქტები საჯაროდ დაგმეს და ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები