არგუმენტების მოსმენის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, მიზანი მიღწეულია — დიმიტრი ხუნდაძე შეთანხმებაზე
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციასა და მმართველი გუნდის შეთანხმებით კმაყოფილია და "მიზანი მიღწეულია". მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლობით.
როგორც ხუნდაძე ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ "დესტრუქციულ" ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და ქუჩაში ყოფნის საფუძველი.
"მას შემდეგ რაც მოვისმინე არგუმენტები და გაეცა პასუხი ჩემს კითხვებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია ის, რომ იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, ქვეყანა არ შევა კრიზისში; ის, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას", — განაცხადა ხუნდაძემ.
უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ხუნდაძე ამბობდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებული 120/30-ზე მანდატების თანაფარდობის მხარდასაჭერად არგუმენტები სჭირდებოდა.
დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი იმ "ამბოხებული დეპუტატებიდან", რომელმაც ნოემბერში 2020 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტი ჩააგდო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
პროტესტი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები
პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.
რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდობას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარიშსწორებად და ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლად შეაფასა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანაფარდობას სთავაზობდა. დღეს, 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
კომენტარები