საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ფოტო: Shutterstock / Velimir Zeland
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, 9 მარტის მდგომარეობით ვირუსი 15 ადამიანს აქვს. კარანტინის რეჟიმში სულ 141 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთ-ერთ შემთხვევას კავშირი ჰქონდა მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიაში იყო. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა მას იტალიელებთან კონტაქტი.
პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე. 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა.
ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები