იტალიაში კორონავირუსით ერთ დღეში 97 ადამიანი გარდაიცვალა, 1 598 დაინფიცირდა

ფოტო: Telegraph
იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით 97 ადამიანი გარდაიცვალა და 1 598 დაინფიცირდა დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 366-დან 463-მდე გაიზარდა. ჯამში იტალიაში 9 172 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724-ია. იტალია განიხილავს, რომ სკოლები 3 აპრილამდე დახუროს.
6 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. პირდაპირი ფრენების შეჩერებასთან ერთად კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.
- საწყის ეტაპზე, უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიიდან 95 მოქალაქეს დააბრუნებს;
- კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
კომენტარები