საჯარო სამსახურში ქალისა და კაცის კარიერული გზა განსხვავებულია — UNDP-ის კვლევა
საჯარო მოხელეების 66 პროცენტის აზრით, თანაბარი პროფესიული კვალიფიკაციის პირობებში, კაცები ქალებზე უფრო ხილვადები არიან. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ქალი და კაცი საჯარო მოხელეების კარიერული გზის განსხვავებულობას ეხება.
კვლევა გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქალი და კაცი საჯარო მოხელის კარიერული გზა განსხვავებულია. ქალი საჯარო მოხელეები თვლიან, რომ უფროსები მათ მეტად საყვედურობენ და ნაკლებად სცემენ პატივს, ვიდრე კაცებს. კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეების 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას.
"ანგარიშის კითხვისას, განსაკუთრებით ერთმა სიტყვამ გამაკვირვა: "უხილავი". ეს სიტყვა მთელს ანგარიშში მეორდება: უხილავი ბარიერები, უხილავი იერარქია და უხილავი პრაქტიკა — ის, რაც ქალებს უხილავს ხდის. უფრო სწორად, ისინი მხოლოდ ქალებისთვის ტრადიციულად მიჩენილ როლში გვევლინებიან, რაც მორჩილებასა და კრიტიკის მიმართ შეგუებას გულისხმობს და, შედეგად, ქალები, კაცებთან შედარებით, კარიერულ წინსვლას ნაკლებად აღწევენ", — აღნიშნა საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.
UNDP-ის კვლევის ძირითადი მიგნებები:
- კარიერულ გზაზე მამაკაცთა უპირატესობა მიღებულია იმ ფონზე, როდესაც რესპოდენტთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალები უფრო მეტად ფლობენ კარიერული წარმატების შესახებ თეორიულ ცოდნას;
- მეოთხე რანგის საჯარო მოხელეების 81 პროცენტი აღნიშნავს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას. ეს მაჩვენებელი რანგების ზრდასთან ერთად ეტაპობრივად იკლებს და პირველი რანგისათვის შეადგენს 59 პროცენტს;
- მხოლოდ 6 პროცენტი მიიჩნევს რომ, საჯარო სამსახურში კარიერის განვითარების სიტემა ძალიან ეფექტურია, ხოლო 26 პროცენტი ფიქრობს, რომ ეფექტურია;
- განათლების სხვადასხვა საფეხურზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, მაგრამ როგორც კი ხვდებიან საჯარო სამსახურში, ხდება მათი "შეჩერება";
- ქალების წარმატებისკენ სვლა მათი აკადემიური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული არ არის;
- რადგან ქალები უფრო მომთმენნი არიან, ნაკლებად აღწევენ კარიერულ წარმატებას და ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას;
- თუ ქალი მომთმენი არ არის და კრიტიკულია, ესეც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.
UNDP-ის თანახმად, კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების, როგორც ჩაღრმავებულ გამოკითხვას, ისე ფოკუს ჯგუფებთან მუშაობას, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
მათივე განცხადებით, რაოდენობრივ ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი).
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები