საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, 4 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 დღე მეკობრეების ტყვეობაში იყვნენ, დღეს, 10 მარტს საქართველოში დაბრუნდებიან. უწყების განცხადებით, მეზღვაურები 6 მარტს გაათავისუფლეს და ამ დღეების განმავლობაში მათ სამედიცინო შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურები გაიარეს.

9 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეებმა დაატყვევეს. მოლაპარაკებების პროცესში გემთფლობელი კომპანია Oceangold Tankers Inc იყო ჩართული.