5 გზა იმისთვის, რომ ვირუსებს ძლიერი იმუნიტეტით გავუწიოთ წინააღმდეგობა
თანამედროვე ცხოვრების სტილი ხშირად ჩვენს ჯანმრთელობას იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე წარმოგვიდგენია: ოფისში მუშაობის მჯდომარე სტილი, მუდმივი სტრესი თუ არასათანადო კვება იმუნურ სისტემას ასუსტებს, რითაც ვირუსებს საქმეს ვუმარტივებთ.
ადამიანის ორგანიზმი დაბადებიდანვე შესაბამისი იმუნური ფუნქციითაა აღჭურვილი, რათა გარემო-ფაქტორებისა და უცხო სხეულებისგან თავის დაცვა შეძლოს. იმის მიუხედავად, რომ იმუნური სისტემა მეტწილად ბავშვობის ადრეულ წლებში ყალიბდება, ამასთანევე დიდი გავლენა აქვს მთელი შემდგომი ცხოვრების სტილს: რამდენად ვუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას და ვიცავთ თავს მავნე ჩვევებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით რთულად განსახორციელებელ მისიად შეიძლება წარმოიდგინოთ, ახლა იმ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ გზებზე მოგიყვებით, რომლებსაც თქვენს ყოველდღიურ რუტინად თუ გაიხდით, თქვენი ორგანიზმი არა მხოლოდ სეზონურ გრიპებს, არამედ სხვა ბევრად უფრო რთულ დაავადებებსაც გაცილებით მარტივად გაუმკლავდება:
1. შეზღუდეთ თამბაქოს მოხმარება
აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ თუ ამ რჩევას ვერ გაითვალისწინებთ, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტიც რომ იდეალურად შეასრულოთ, სასურველი შედეგის მიღება ძალიან გაგიჭირდებათ.
იმასთან ერთად, რომ სიგარეტის მოწევა თქვენს ბიუჯეტს აჩანაგებს, ასეთივე წარმატებით ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ახერხებს ინფექციებთან ბრძოლას.
მეტიც — ნიკოტინი უფრო სერიოზული ავტოიმუნური დაავადებების განვითარების შანსსაც ზრდის, შესაბამისად, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ამ მავნე ჩვევას რაც შეიძლება მალე უნდა დაემშვიდობოთ.
2. ჯანსაღი საკვები საუკეთესო მეგობრად აღიარეთ
ვის არ უყვარს მარილიანი სასუსნავებით თავისუფალი საღამოების გატარება, სამოთხის გემოებივით მრავალფეროვანი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება და მგელივით მოშიებულზე სწრაფი კვების ბურგერებით დანაყრება. თუმცა თუ ამ ყველაფერს იშვიათი გამონაკლისის ნაცვლად, როგორც საკუთარი თავისთვის გამეტებულ ჯილდოს, ყოველდღიურ წესად გავიხდით, ჩვენი სხეული ყველა საჭირო ნივთიერებისგან გამოიფიტება, რაც იმუნური სისტემის დაუძლურებასთან ერთად კიდევ მრავალ არასასიამოვნო შედეგსაც გამოიწვევს.
ყოველდღიური რაციონის ჯანსაღი საკვებით შევსება არც ისე რთულია, ვიდრე გგონიათ: თუ კარგად დაფიქრდებით, იმასაც აღმოაჩენთ, რომ სწრაფი კვების კერძები უმეტესად ყველა ერთმანეთს ჰგავს და მოსაწყენიცაა. სასუსნავებისა და მსუყე დესერტის ჩანაცვლება კი ტკბილი ხილით კიდევ უფრო მარტივად გამოგივათ.
3. დაუთმეთ მეტი დრო ძილს
მართალია, დრო ყოველთვის არასაკმარისი გვგონია, მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრების ტემპს თუ გავითვალისწინებთ და გვინდა არცერთი წუთი დავხარჯოთ უქმად, თუმცა ძილში გატარებული დრო ნამდვილად არ არის ძვირფასი საათების ფუჭად ხარჯვა: ზრდასრულმა ადამიანმა დღეში რვა საათი მაინც უნდა იძინოს, რათა გადაღლილმა ორგანიზმმა სათანადოდ დასვენება და ენერგიების აღდგენა მოახერხოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი უძილობა პირდაპირ იმოქმედებს, როგორც ჩვენს გუნება-განწყობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ისე იმუნიტეტის დასუსტებაზე, შესაბამისად, ეცადეთ, რომ გვიანობამდე საყვარელი სერიალებისთვის გამოყოფილი დრო შეამციროთ და ძილში მეტი დრო გაატაროთ.
4. მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელზე მითები წარმოუდგენლად სწრაფად ვრცელდება — თითქოს, ისინი ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, სინამდვილეში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ორგანიზმს სათანადო ფუნქციონირებაში ხელს უშლის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანების რისკთან ერთად იმუნურ სისტემას მკვეთრად ასუსტებს.
შესაბამისად, სიგარეტის მოწევის მსგავსად, ალკოჰოლის მიღებაც იმ მავნე ჩვევათა რიგს მიეკუთვნება, რომლებსაც სამუდამოდ თუ ვერ დაემშვიდობებით, მაქსიმალურად მაინც უნდა შეზღუდოთ.
5. რეგულარული ვარჯიში ჰობად აქციეთ
ერთი მხრივ თანამედროვე ცხოვრების სტილმა ადამიანებს უამრავი რამ გაუმარტივა და კომფორტის ზონა შეუქმნა, თუმცა ამავდროულად მკვეთრად შეამცირა ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. იმის გამო, რომ ჩვენი ყოველდღიური სამუშაო ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს და ტრასპორტის ხელმისაწვდომობაც მოძრაობის საჭიროებას გვიმცირებს, ჩვენი სხეული მეტისმეტად ზარმაცდება.
ამის გამოსწორება დასაწყისისთვის სულ მარტივად იმით შეგვიძლია, რომ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი მაინც სეირნობას დავუთმოთ. ამავდროულად კი შეგვიძლია სახლში მარტივი ვარჯიშების გასაკეთებლად ყოველდღიურად თუნდაც მცირე დრო გამოვყოთ.
ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სპორტის ის საყვარელი მიმართულება, რომელიც ბავშვობაში გვიტაცებდა, ან გვინდოდა, რომ ოდესმე გვეცადა: ცურვა, კალათბურთის თამაში, ჩოგბურთი და სხვა ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო სპორტის სახეობა ერთდროულად დროის საინტერესოდ გატარებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს სხეულსაც უფრო გააჯანსაღებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ნებისყოფა ამ ყველაფრის სათანადოდ შესრულებაში არ გეყოფათ, გამოსავალი მაშინაც არსებობს: სავარჯიშო დარბაზი ხელს შეგიწყობთ უფრო მოტივირებულები იყოთ და ვარჯიში მუდმივ რუტინად აქციოთ.
თანამედროვე და მრავალფეროვანი სავარჯიშო მოწყობილობები ხელს შეგიწყობთ თქვენი აქტივობა მაქსიმალური შედეგის მომცემი იყოს, საჭიროების შემთხვევაში პირადი ტრენერი სწორ მიმართულებას მოგცემთ, სავარჯიშო დარბაზის გარემო კი შეგახსენებთ, რომ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ვარჯიში სჭირდება.
შესაბამისად, ნუღარ დაელოდებით ახალ ორშაბათს ან შემდეგ წელს, ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღ სხეულთან ერთად ყველა შესაძლო პრობლემას უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
ამ მიზნის მარტივად მიღწევაში კი ევროპაში ლიდერი კომპანია ფიტპასი დაგეხმარებათ: ფიტპასის სერვისის სარგებლობისას ერთდროულად ხელი მიგიწვდებათ მრავალ ფიტნეს დარბაზზე, საცურაო აუზზე, ჯგუფური ვარჯიშების სტუდიასა და სხვა სპორტულ დაწესებულებაზე. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი ფიტპას ბარათის საშუალებით, რომელიც უამრავ სარგებელთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას წარმოუდგენლად გაგიმარტივებთ.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები