NBA-ს ყველა თამაში შეჩერებულია, ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოტო: Brocreative / Shutterstock
NBA-მ ყველა თამაში შეაჩერა მას შემდეგ, რაც იუტა ჯაზის კალათბურთელს რუდი გობერტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ განცხადება მანამდე გაკეთდა სანამ იუტა ჯაზის ოკლაჰომა ტუნდერთან შეხვედრა დაიწყებოდა. NBA აცხადებს, რომ მოთამაშე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა თამაშზე არ იმყოფებოდა.
"NBA გამოიყენებს ამ "წყვეტას", რომ განსაზღვროს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით", — ნათქვამია განცხადებაში.
თამაშების მთლიანად გადადებამდე NBA-ს წინა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მაყურებლების გარეშე ჩატარდა.
აშშ-ში კორონავირუსის 1 100-ს შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული. სულ კორონავირუსის გამო 1 135 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
პანდემია ეწოდება ეპიდემიას, რომელიც გეოგრაფიულად განსაკუთრებით ფართო არეალში ვრცელდება, მაგალითად, რამდენიმე კონტინენტზე ან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 64 000-ზე მეტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები