ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, შონგ ნენშენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ყველაზე დაზარალებული ქვეყნები საკმარის ზომებს მიიღებენ, პანდემია, შესაძლოა, ივნისში დასრულდეს.

მოსაზრება დირექტორმა ჯერ კიდევ 9 მარტს გამოთქვა, ახლა კი აცხადებს, რომ ვარაუდი კვლავ ძალაშია.

"თუ ქვეყნები პანდემიას და მის მიერ გამოწვეულ ზიანს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ და მას სრული ძალისხმევით არ შეებრძოლებიან, ის, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. ჩვეულებრივ, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა უფრო მაღალია, ვირუსი შედარებით ნაკლებად აქტიურია", — განაცხადა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.

შონგი ცნობილია თავისი ნაშრომებით SARS-ის შესახებ. მას ასევე ნავარაუდები ჰქონდა, რომ ვირუსი ჩინეთში პიკს შუა ან გვიან თებერვალში მიაღწევდა, აპრილის ბოლოს კი, მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდებოდა.

ესპანეთში კორონავირუსის 2 277 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა ახალი წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესახებაც ხვალ გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: