Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს
Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, Mastercard და მისი პარტნიორი Wolt ერთიანდებიან და დღეიდან Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს ნებისმიერ შეკვეთას სრულიად უფასოდ მიუტანენ. მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე დაუბრუნდებათ.
Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა ბიზნესმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას ვირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ბრძოლაში:
"ეს პროცესი თვითიზოლაციას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის შეკავებას გულისხმობს; გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოებასა და პანდემიის სწრაფ დეესკალაციაში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Wolt-თან ერთად ყველა შეკვეთის მიტანის საფასური სრულიად ავანაზღაუროთ და უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე".
"ვოლტი სრულად ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მომხმარებლების, ჩვენი თანამშრომლების და პარტნიორების უსაფრთხოების დასაცავად.
მომხმარებლებს ვთავაზობთ უსაფრთხო და კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს და ვერთვებით უფასო მიტანის კამპანიაში მასტერქარდთან ერთად: ყველა მომხმარებელი რომელიც ვოლტზე მასტერქარდით გადაიხდის, დაიბრუნებს მიტანის საფასურს ვოლტის ანგარიშზე. ამავე დროს, Wolt-ის აპლიკაციაში დავამატეთ უკონტაქტო მიტანის ფუნქცია, რომლის გამოყენებასაც ყველა მომხმარებელს ვურჩევთ", — ამბობენ კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.
*მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უფასო მიტანის აქცია არ მოქმედებს Apple Pay-თ გადახდის შემთხვევაში.
მასტერქარდის შესახებ
მასტერქარდი (NYSE: MA), არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში.
მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტიანს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე ტრანზაქციის მიღმა (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები Engagement Bureau-დან.
ვოლტის შესახებ
Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, ათენი, თბილისი და ბათუმი. ვოლტი საქართველოში 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები