ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 5 700-ს გადააჭარბა.

ევროპის მასშტაბით იტალიის შემდეგ, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ესპანეთშია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

პარასკევს, 13 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრი ამჟამად ევროპაშია.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის 142 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და 5 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ყველაზე მეტი ინფიცირებულის რაოდენობა გამოვლინდა ჩინეთში — 81 000 შემთხვევა, იტალიაში — 17 000-ზე მეტი, ხოლო ირანში 11 000–ზე მეტი შემთხვევა.