კორონავირუსის გამო შშმ პირები მათი უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვას ვერ დაესწრებიან
კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს. მოთხოვნას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან.
ისინი ამბობენ, რომ შშმ პირები კორონავირუსის რისკჯგუფში არიან და ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდონ, შესაბამისად, განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
"ვინაიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო სპეციალური რეჟიმები და მათ შორის დისტანციური მუშაობა მოქმედებს, სრულიად გაუგებარია რატომ დაიწყო ფორსირებულ რეჟიმში ამ ცვლილებებზე მსჯელობა. როდესაც საქმე ეხება შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონს, აუცილებელია განხილვებში შშმ თემის წარმომადგებლები, მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული", - აღნიშნავენ NGO-ები.
ისინი დღეს, 16 მარტს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დარღვევად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სწორედ კორონავურუსის გამო და შესაძლო პრევენციისთვის, პარლამენტში განხილვამდე ჩანიშნული შეხვედრა ორჯერ გადაიდო.
NGO-ები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, "ქვეყანაში არსებული სახიფათო მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას", გადაიდოს კანონპროექტის განხილვა.
"საკითხზე მუშაობას დავუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ რეკომენდაციას, რომ საგანგაშო პერიოდი ჩავლილია. ნუ გვაყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში და ნუ შევუქმნით პირდაპირ საფრთხეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და რისკ-ჯგუფში შემავალ ჩვენს მოქალაქეებს.
შშმ თემის მონაწილეობის გარეშე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გადადებას კოალიციასთან "მოძრაობა ცვლილებებისთვის" ერთად შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ:
- კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის";
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პლატფორმა "ახალი შესაძლებლობებისთვის";
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
- ფონდი "აურეს" (Autes Foundation).
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ასევე, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტს დღეს, 16 მარტს, 14:00 საათზე განიხილავს.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები