მადლობა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელმაც დაგვირეკა და ფოტომასალით აღწერა თავისი მარშრუტი — ტიკარაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩეხ ტურისტს, რომელიც გუდაურში ისვენებდა, კორონავირუსის სიმპტომები მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც ჩეხეთში გაემგზავრა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ ტურისტს კორონავირუსი დაუდგინდა, ის დაუკავშირდა საქართველოს საელჩოსა და იმ სასტუმროს, სადაც ისვენებდა და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მინისტრმა თქვა, ჩეხი ტურისტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნივშნელოვნად დაეხმარა ქართულ უწყებებს, რათა ყველა იმ პირის იზოლირება მომხდარიყო, ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ჩეხ ტურისტს მოწოდებული აქვს ყველა მანქანის ნომერი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართები, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, დარეკა და ფაქტი დააფიქსირა, ასევე ფოტომასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რაც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 ადამიანია იდენტიფიცირებული, რომელთაგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს. ტიკარაძის თქმით, ეს რიცხვები ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და კონტაქტების კვლევა გრძელდება.
ჩეხეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუდაურში ერთ-ერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ ტურისტებს COVID-19 დაუდგინდათ.
რესტორან მთვრალი ალუბლის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათ შეატყობინა, რომ 4 მარტს გუდაურში ჩავიდა ექვსი ჩეხი ტურისტი, რომელთაგანაც სამს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას", — ნათქვამია რესტორნის განცხადებაში.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. თუმცა ჩეხეთის სამი მოქალაქის ნაცვლად ის სლოვაკეთის და ჩეხეთის ორ მოქალაქეზე საუბრობს.
კასრაძის თქმით, COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდა. მისივე თქმით, ჩეხეთის მოქალაქე მოგზაურობდა ექვსკაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.
"დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დაუდასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ", — წერს კასრაძე.
დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.
ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი დროებით ჩაიკეტა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით იკეტება
- მთავრობა 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
- მთავრობამ რეკომენდაცია გასცა, კაფე-ბარებმა და რესტორნებმა მომსახურება შეზღუდონ
- სამ ე.წ მიმღებ ციხეში მედპუნქტები გარეთ განთავსდა და ახალ პატიმრებს იქ შეამოწმებენ
ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
- გთხოვთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული — წულუკიანი
- წულუკიანი: სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე პირადობის მოწმობის გატანა
პანდემია და რეკომენდაციები
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები