თუ მოგზაურობა ჩაგეშალათ, Airbnb ჯავშნის თანხას სრულად დაგიბრუნებთ
Airbnb კორონავირუსის პანდემიის გამო ჯავშნების გაუქმების პოლიტიკას ცვლის. კერძო საცხოვრებლის გაქირავების ონლაინ პლატფორმა სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას გააუქმონ ჯავშანი და თანხა სრულად დაიბრუნონ.
"COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების დასაცავად და სიმშვიდისთვის, Airbnb-ს "შემამსუბუქებელი გარემოების" პოლიტიკის ფარგლებში, თანხის დაფარვის პოლიტიკას ვაახლებთ. პოლიტიკა ეხება იმ საცხოვრებლებსა და Airbnb Experiences-ის სახელით ცნობილ ტურისტულ აქტივობებს, რომლებიც დაიჯავშნა 2020 წლის 14 მარტის ჩათვლით და 14 მარტიდან 14 აპრილამდე რეგისტრაციას მოიცავს", — წერია Airbnb-ს განცხადებაში.
რა არის "შემამსუბუქებელი გარემოება"?
Airbnb-ს ჯავშნების გასაუქმებლად არსებობს მასპინძლის მიერ დაწესებული 6 წესი, რომელიც მოქნილიდან სუპერ-მკაცრამდე იცვლება. კომპანიას კი შეუძლია მასპინძლის წესებს გვერდი აუაროს "შემამსუბუქებელი გარემოებების პოლიტიკით". სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში გახდა შესაძლებელი თანხის დაბრუნება კორონავირუსის გამო გაუქმებული ჯავშნებიდან.
ვებსაიტი აღიქვამს ადგილმდებარეობას და თუ მომხმარებლები კონკრეტული საფრთხისშემცველი ზონიდან მოგზაურობენ, ავტომატურ შეტყობინებას უგზავნის. შეტყობინებაში ის მომხმარებლებს ჯავშნის გაუქმებას ჯარიმის გარეშე სთავაზობს. თუმცა, ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია შეტყობინების მიღების გარეშეც, თუკი ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს.
სად ვრცელდება ეს პოლიტიკა?
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპიდან ფრენები შეზღუდა, ხოლო აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა, Airbnb-ის გადაწყვეტილებით, "შემამსუბუქებელი გარემოების" პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.
ყველა ჯავშანი, რომელიც 14 მარტის ჩათვლითაა გაკეთებული და მოიცავს 14 აპრილამდე რეგისტრაციის (Check in) პერიოდს, ჯარიმის გარეშე გაუქმებას ექვემდებარება. გაუქმება შეუძლიათ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს. ჯავშნის გაუქმება არ იმოქმედებს მასპინძლების "Superhost"-ის სტატუსზე და Airbnb მათ ყველა მომსახურების საფასურს უკან დაუბრუნებს. თანხა არ ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ სტუმარმა რეგისტრაცია გაიარა. აღნიშნული პოლიტიკა მოიცავს Airbnb Experiences აქტივობასაც, რომლითაც მოგზაურები სხვადასხვა ტურსა და ვორქშოპს ჯავშნიან. ერთადერთი გამონაკლისია ჩინეთი ადგილობრივი მოგზაურობის შემთხვევაში. პირველ აპრილს აქ ჯავშნის გაუქმების სტანდარტული პოლიტიკა გააქტიურდება.
როგორც Airbnb-ის გენერალური დირექტორი ბრაიან ჩესკი ამბობს, ეს ცვლილება სტუმრებზე წნეხის შემსუბუქებას ემსახურება — "არ გვინდა სტუმრებმა იფიქრონ, რომ მათ აუცილებლად უნდა იმოგზაურონ, რადგან თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებენ".
თუ Airbnb-ის მასპინძელი ხართ...
გაუქმებული ჯავშნების გამო დისკომფორტს მხოლოდ მოგზაურები არ განიცდიან. მსოფლიოს გარშემო Airbnb-ის ათასობით მასპინძელი შემოსავალს კარგავს.
Airhosts-ის ფორუმზე, რომელიც Airbnb-ს მასპინძლების პოპულარული პლატფორმაა, მომხმარებლები ერთმანეთს თანხის დაბრუნების გამო შემქნილ ფინანსურ პრობლემებზე აზრებს უზიარებენ. როგორც CNN წერს, Airbnb-სთვის სტუმრების მიერ გადახდილი დეპოზიტების ნახევარი (რომელსაც Airbnb რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში იკავებს) ზოგ შემთხვევაში ასობით ან ათასობით დოლარს მოიცავს და ამ თანხას მასპინძლები ვერ მიიღებენ თუ მოგზაურები ჯავშნებს გააუქმებენ — არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯავშნები იმ ადგილებშია თუ არა, რომელიც კორონავირუსმა დააზარალა.
Airbnb-ის დირექტორმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქამდე პლატფორმაზე დარეგისტრირებული მასპინძლები სტუმრებს თანხას დამოუკიდებლად, კომპანიის ჩართულობის გარეშე უბრუნებდნენ. Airbnb ახლა მათ მხარდასაჭერ გზებს ეძებს, ვის შემოსავალზეც ჯავშნების გაუქმებამ უარყოფითად იმოქმედა.
"ჩვენი მასპინძლები ამ დროის განმავლობაში გმირულად იქცეოდნენ. მათმა უმეტესობამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით, ნაწილობრივ ან სრულად დაუბრუნონ თანხა მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ მასპინძლები Airbnb-დან მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი, მათი 50% ქირასა და იპოთეკას ამ ფულით იხდის. ამიტომ, მათ მხარდასაჭერად ჩვენ სხვადასხვა იდეაზე ვმუშაობთ, რომელთაც მალე გაგაცნობთ", — აცხადებს ჩესკი.
Airbnb-ის ჯავშნებს მასშტაბური პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ადამიანებს სამოგზაურო გეგმების გადადება ან ჩაშლა მოუწიათ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები