10 ანიმაცია, რომელიც 2020 წელს არ უნდა გამოგრჩეთ
მართალია, მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო კინო და სატელევიზიო წარმოების დროებით შეჩერებასთან ერთად უამრავი დაგეგმილი პროექტის პრემიერამაც გადაიწია, თუმცა იმ მაყურებლებს, რომლებსაც ანიმაციები განსაკუთრებულად გვიყვარს, თამამად შეგვიძლია უკეთესის მოლოდინი გვქონდეს და ვიმედოვნოთ, რომ ყველა სასურველი ანიმაციის პრემიერას ამ წელსვე კინოთეატრებში დავესწრებით.
წელს ბაზარზე ცნობილი გიგანტი კომპანიები უამრავ სიურპრიზს გვიმზადებენ, რომელთაგანაც რამდენიმე გამორჩეული პროექტის შესახებ მოგითხრობთ, რათა ისინი არ გამოგრჩეთ და წლის განმავლობაში ყურადღებით მიადოვნოთ თვალი დაგეგმილ სიახლეებს.
1. Onward
იმასთან ერთად, რომ დისნეი თავისი ცნობილი ანიმაციების მიხედვით არაერთ ფილმს იღებს, იქნება ეს მულანი, ლილო და სტიჩი თუ პიტერ პენი, ამავდროულად ორიგინალი ანიმაციების შექმნასაც აგრძელებს. მათ შორისაა დისნეისა და Pixar-ის საერთო პროექტი Onward, რომელიც ერთი ოჯახის ჯადოსნური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
ეს ანიმაცია გამორჩეულია იმითაც, რომ მასში დისნეის პირველი ღიად ქვიარ პერსონაჟიც შეგვხვდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამის გამო ანიმაცია რუსეთში დააცენზურეს.
პრემიერის თარიღი: 6 მარტი.
2. Soul
Pixar წელს მაყურებლებს კიდევ ერთ ამბიციურ პროექტს წარუდგენს: Soul, რომლის შექმნაზეც ოსკაროსანი ანიმაციის, Inside Out-ის შემქმნელებმა იმუშავეს.
ეს ანიმაციური ფილმი სკოლის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯაზის ვარსკვლავობაზე ოცნებობს. ეს Pixar-ის პირველი ანიმაციაა, რომლის მთავარი გმირიც შავკანიანი იქნება.
პრემიერის თარიღი: 19 ივნისი.
3. Raya and the Last Dragon
დისნეი წელს გამორჩეულად მრავალფეროვანი თემატიკის მქონე ანიმაციებს გვთავაზობს და მათ შორისაა Raya and the Last Dragon-იც, რომელიც სამხრეთ აზიელი მებრძოლი ქალის შთამაგონებელ ისტორიას გააცოცხლებს ეკრანებზე.
ანიმაციის შექმნაზე Moana-ს, Frozen-სა და Zootopia-ს შემქმნელები მუშაობდნენ, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ წინ ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.
პრემიერის თარიღი: 25 ნოემბერი.
4. Connected
ანიმაციური სერიალების მოყვარულებისთვის Gravity Falls საკულტო შოუა და სწორედ მისმა ერთ-ერთმა შემქმნელმა, მაიკ რიანდამ საოცრად სასაცილო ანიმაცია გადაიღო, რომელიც თანამედროვე ოჯახის კომიკური თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.
ანიმაცია Sony-ის პროდუქციაა, რომელმაც 2018 წელს ოსკაროსანი Spider-Man: Into the Spider-Verse შემქნა, შესაბამისად, წელსაც ნამდვილად ღირს დიდი ინტერესით დაველოდოთ და შევაფასოთ მათი ახალი ნამუშევარი.
პრემიერის თარიღი: 18 სექტემბერი.
5. The Willoughbys
მას შემდეგ, რაც ნეტფლიქსის შარშანდელმა ანიმაცია Klaus-მა მაყურებლების მოწონებასთან ერთად ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებიც დაიმსახურა, როგორც ჩანს, კომპანია ამით გაჩერებას არ აპირებს და კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს გვიმზადებს.
მათ შორისაა The Willoughbys, რომელიც ცნობილი საბავშვო წიგნების ავტორის, ლოის ლოურის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს.
პრემიერის თარიღი: 22 აპრილი.
6. Over the Moon
ნეტფლიქსი კიდევ ერთ ამბიციურ პროექტზე მუშაობს, რომელიც მუსიკალური ანიმაცია იქნება და მთავარი გმირი გოგოს შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მთვარესთან შეხვედრა სურს.
ამ პროექტზე ლეგენდარული გლენ კლინი მუშაობს, რომელსაც მანამდე ისეთი საკულტო ანიმაციების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა ტარზანი, პოკაჰონტასი თუ ურჩხული და მზეთუნახავი.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია.
7. Scoob!
კინოსტუდია Warner Bros.-მა გადაწყვიტა, რომ იმისათვის, რათა ახალ თაობას სკუბი-დუს ფრენჩაიზი არ დავიწყებოდა სრულიად ახალი ანიმაციით შეეხსენებინა ეს ცნობილი ისტორია.
ახალი ანიმაცია კვლავ სკუბისა და მისი მეგობრების მისტიკური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.
პრემიერის თარიღი: 15 მაისი.
8. Trolls: World Tour
2016 წელს გამოსული ცნობილი ანიმაცია ეკრანებზე სიქველით ბრუნდება, რომელიც კიდევ უფრო ფერადი და მუსიკალური იქნება.
Trolls: World Tour-ში ორ მთავარ გმირს ისეთი ცნობილი მომღერლები ახმოვანებენ, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი და ანა კენდრიკი.
პრემიერის თარიღი: 10 აპრილი.
9. The SpongeBob Movie: Sponge on the Run
სპანჯბობის სიყვარული თუ არა, ამ ანიმაციის ნახვა მარტო იმიტომაც ღირს, რომ მასში არც მეტი, არც ნაკლები კიანუ რივზი გამოჩნდება!
პრემიერის თარიღი: 22 მაისი.
10. Minions: The Rise of Gru
წელს ეკრანებზე კიდევ ერთი ცნობილი ანიმაციური ფილმების სერიის ახალ ნაწილს ვიხილავთ: მინიონების ისტორია გრძელდება.
ახალი 3D ანიმაცია Toy Story 2-სა და Despicable Me-ს შემქმნელმა, კაილი ბალდამ გადაიღო.
პრემიერის თარიღი: 3 ივლისი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები