კორონავირუსის ეკონომიკური მხარე — გვემუქრება თუ არა გლობალური კრიზისი
The Independent ახალი კორონავირუსის პირობებში ეკონომიკური კრიზისის პოტენციალზე წერს. ეკონომიკური განვითარების სპეციალისტი და ბიზნესმენი, ომარ ჰასანი ვარაუდობს, რომ პანდემია გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას მნიშვნელოვნად შეარყევს.
კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკას უკვე აყენებს დიდ ზიანს. თუ ვირუსი თქვენს ცხოვრებაზე პირდაპირ იქონიებს ზეგავლენას, დიდი შანსია, რომ ეს თქვენს ფინანსურ მდგომარებოს შეეხოს და არა — ჯანმრთელობას. ეს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ რაღაც დროით სამსახურში სიარული ვეღარ შეძლოთ; თუმცა ზოგს შესაძლებელია, რომ ბიზნესიც გაუკოტრდეს.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 7,989 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი მილიონობით ადამიანს მიაყენებს ეკონომიკურ ზიანს. მან უკვე გამოიწვია საფონდო ბირჟებზე არეულობა, გაამწვავა სანავთობო ომი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის და რეალური ომი სირიაში, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის წყარო შეიძლება გახდეს.
კორონავირუსის გავრცელება, შესაძლოა, იქცეს იმ მოვლენად, რომელიც გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას შეარყევს, რაც ყველაზე საშიში სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის იქნება.
ამიტომ ვირუსთან ბრძოლასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკები შესაძლო პანიკის პანდემიის საწინააღმდეგოდ ავცრათ. ტრაგედია, პირველ რიგში, ავადმყოფობა ან სიკვდილია, თუმცა გადასახდების გადახდის უუნარობის ან სახლის დაკარგვის პერსპექტივაც ერთობ საშიშია.
დღეს მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით მცირე ბიზნესებს უჭირთ, ვინაიდან მათი მომმარაგებელი ქსელები პროდუქციისა და საჭირო ნედლეულის მიწოდებას სათანადოდ ვეღარ ახერხებენ. ჩინეთში ქარხნების დახურვამ საწარმოო მუშაობის გამზომი საქმიანი აქტიურობის ინდექსის, PMI-ის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი გამოიწვია. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია და გლობალურად ნაწარმოები პროდუქციის მესამედზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ჩინეთის პრობლემა ყველას პრობლემაა — პეკინსა და თეთრ სახლს შორის სავაჭრო ომის პირობებშიც კი.
სიტუაციას უფრო მეტად აუარესებს ის, რომ მთავრობები შექმნილ ვითარებას მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისად აღიქვამენ და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ეკონომიკურ მხარეს.
ამ ეტაპზე იტალიის ეკონომიკური რეცესიის თავიდან აცილება ნაკლებადსავარაუდოა. ასევე ნაკლებადსავარაუდოა, რომ ეს არ იქონიებს გავლენას ევროპაზე და მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ეს კი გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლას გაამწვავებს, თუ, რა თქმა უნდა, მთვარობები 12 წლის წინ მომხდარ უკანასკნელ ფინანსურ კრიზისთან შედარებით მეტად ხისტ და სწრაფ რეაგირებას არ მოახდენენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ჯერჯერობით ყველაზე დიდი ადამიანური და ეკონომიკური მსხვერპლი გაიღო ვირუსთან ბრძოლისას, ოფიციალურმა პეკინმა, შესაძლოა, სარგებელი ნახოს აშშ-ს ეკონომიკური დასუსტებისა და იმ გარემოებისგან, რომ ტრამპის მიერ წარმოებულ და ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავებულ სავაჭრო ომიდან ამერიკამ ყურადღება ვირუსის კონტროლზე გადაიტანა.
ამასთან, რუსეთ-არაბეთის სანავთობო ომიც კორონავირუსთან თითქმის იდეალურ სინქრონში დაიწყო. მოსკოვსა და ერ-რიადს ნავთობის ფასის ერთ ღამეში ოცდაათპროცენტიანი კლების გადატანის უნარი აქვს — ხანმოკლე პერიოდით მაინც. აი, ამერიკულ ფიქლის გაზის ბიზნესს კი ამის ფუფუნება არ გააჩნია: ფრეკინგი შედარებით ძვირადღირებული პროცესია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ნავთობზე ისტორიულად ყველაზე დაბალი ფასები დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, აშშ-ს ნავთობის სექტორი უდიდეს დარტყმას მიიღებს. ეს კი გამოიწვევს საწარმოების დახურვას, სამუშაო ადგილების კლებასა და, შესაძლოა, საშტატო დონეებზე ეკონომიკური რეცესიის დაწყებასაც კი.
ტრამპის ადმინისტრაცია ხელფასის საშემოსავლო გადასახადის შემცირებასა და საათობრივად მომუშავეების პირობების გაუმჯობესებას აპირებს — ეს ცვლილებები დადებითად აისახება როგორც დასაქმებულებზე, ასევე დამსაქმებლებზეც. ბრიტანეთში ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა "კორონავირუსის ბიუჯეტი". თუმცა პანდემიის შედეგად სტატუს კვოს ცვლილებასთან სათანადოდ გასამკლავებლად მეტად გამბედავი და მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო.
ეს სიტუაცია არ ეხება მხოლოდ კორონავირუსის შეჩერებას, ნავთობის ფასებს ან თუნდაც გლობალურ ეკონომიკას. ეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა ბალანსის საკითხიცაა. ამ ურთიერთობის ეპიცენტრი ბოლო ათი წლის განამვლობაში სირია იყო. თუმცა ახლა მარიონეტული ომებიდან დაპირისპირება, შესაძლოა, ეკონომიკურ ბრძოლაში გადაიზარდოს.
რუსეთი და ჩინეთი, ეს ახალაღმოცენებული სუპერძალები, სირიაში ამერიკის გავლენის შემცირების მოწმენი გახდნენ. ახლა ისინი ჭეშმარიტად მულტიპოლარული მსოფლიოს ხედვის რეალობაში გარდასახვას ცდილობენ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკასა და მის მოკავშირე საუდის არაბეთს ოპეკის კარტელის მეშვეობით ნავთობის ბაზრების მართვის საშუალება მისცენ, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, თავიანთ სასარგებლოდ შეცვალონ მსოფლიო ბაზარი და ძალთა ბალანსი.
ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად აშშ-ს, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს დასჭირდებათ, რომ დაიცვან დიდი და მცირე ბიზნესის მომავალი და ახალ ეკონომიკურ წყობაზე თვალი კი არ დახუჭონ, არამედ მასში სარგებლის მიღების გზები დასახონ. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი პანდემიის ეკონომიკური შედეგების კონტროლი.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები