დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

"კორონავირუსისგან დასაცავად" ქუჩების კურთხევის შემდეგ, სასულიერო პირები და ჩოხოსნები გლდანის ციხესთან მივიდნენ და პატიმრები დალოცეს. მღვდლები პატიმრებს დინამიკების საშუალებით ელაპარაკებოდნენ.

როგორც მამა შალვა კეკელიამ პატიმრებისადმი მიმართვის დროს აღნიშნა, იქ პატრიარქის კურთხევით მივიდნენ. მან მოუწოდა პატიმრებს ციხიდან ლოცვა მამაო ჩვენო წაეკითხათ, თავად კი მრევლთან ერთად ქუჩიდან წაიკითხა.

დღეს, 17 მარტს სასულიერო პირებმა სამების საკათედრო ტაძარში წყალი აკურთხეს, მანქანებში ნაკურთხი წყლით განაწილდნენ და თბილისის ქუჩები შემოიარეს. მათი თქმით, ამ ცერემონიით ღმერს თხოვენ დახმარებას, რათა "სენისგან [კორონავირუსისგან] გადარჩნენ".

მღვდლები სამებიდან, რუსთაველის გამზირის გავლით, რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. ისინი მანქანის საბარგულზე იდგნენ და გზად შემხვედრ ყველა მანქანას წყალს აპკურებდნენ.

"ხედავთ ადამიანები როგორი უძლურები ვართ ამ სენის წინაშე, ამიტომ პატრიარქმა ლოცვა კურთხევა გასცა, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ..." — აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: