COVID-19 კრიზისი: მითითებები მათთვის, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს
რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბლოგი, სადაც წყენას გამოვხატავდი იმაზე, რომ სტიგმის გამო ასობით ათას ადამიანს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკებს მოვიხმართ, კორონავირუსთან მიმდინარე ბრძოლის დროს არც კი გვიმჩნევენ, არ გვეუბნებიან, რა განსაკუთრებულ რისკებს გვიქმნის ეს პანდემია ჩვენ და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ.
ჩემდა გასახარად, ამ საქმეში მარტო არ ვიყავი. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმაც მისცა გარკვეული რეკომენდაციები პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს და მომხმარებლებს. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო უწყებებში მეტადონის პროგრამის სხვანაირ ორგანიზებაზეც ფიქრობენ. იმედია, ამ კუთხით კონკრეტული გაუმჯობესებები გვექნება და მომხმარებელს მედიკამენტის მისაღებად ყოველდღიურად შესაბამის ცენტრებში ვიზიტი აღარ დასჭირდება, სადაც ასობით სხვა მომხმარებელი და სამედიცინო პერსონალი კონცენტრირებულად ერთად იყრის თავს დღის პირველ ნახევარში.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელმა (INPUD - International Network of People Who Use Drugs) რამდენიმე დღის წინ კონკრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნა უშუალოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს.
რისკები უკავშირდება როგორც დაინფიცირებას, ასევე ეპიდემიით გამოწვეულ სხვა შესაძლო შედეგებსაც, როგორიცაა, მაგალითად, შავ ბაზარზე არსებულ ნარკოტიკებზე, ასევე ზიანის შემცირების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა. აღსანიშნავია, რომ ამ რჩევების ნაწილის შესახებ საუბარს ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების თუ პირების ერთი ნაწილი თავს არიდებს, რაც ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სტიგმით შეიძლება აიხსნას.
გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს ქართულ ენაზე.
COVID-19 კრიზისი: მითითებები ზიანის შემცირების მიზნით მათთვის, ვინც მოიხმარს ნარკოტიკებს
ეს დოკუმენტი შემუშავდა იმ მიზნით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მსოფლიო საზოგადოებას მიეწოდოს კონკრეტული რჩევები, რომელთა პრაქტიკაში გატარება COVID-19 პანდემიის დროს მოსალოდნელ ზიანს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
- არ გააზიაროთ მილები, ბონგები, ვაპორაიზერები ან ჯოინთები (საქართველოსთვის პლატმასის მოსაწევი ბოთლებიც), ცხვირის შესაყნოსი და შესასუნთქი მილები, ასევე არანაირი საინექციო ნივთი (სტერილიზებული წყლის ჩათვლით);
- თუ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, შეეცადეთ მოიმარაგოთ თქვენი ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან შესაძლოა სიტუაცია გაუარესდეს;
- თუ ხართ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მონაწილე (მეტადონი, სუბოქსონი/ბუპრენორფინი) და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ინფექციები მწვავე თქვენთვის პრობლემაა, სთხოვეთ თქვენს ექიმს, ხომ არ არის შესაძლებელი სამი თვის მანძილზე საკმარი ოდენობით მიიღოთ საჭირო მედიკამენტი, რათა ექიმთან ან აფთიაქში დამატებითი ვიზიტები არ მოგიწიოთ. ასევე, იკითხეთ ხომ არ არის შესაძლებელი გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტები ექიმთან და შარდის ანალიზი შემდეგი სამი თვის მანძილზე მაინც;
- თუ გაქვთ ოპიატებისადმი ჩამოყალიბებული ჩვევა და მათი მოპოვება შავ ბაზარზე გიწევთ, იყავით მზად იძულებითი "ლომკის" გასავლელად - თქვენი დილერიც შეიძლება დაავადდეს ვირუსით. შეგიძლიათ გაზარდოთ დილერების რაოდენობა, ვისგანაც იყიდით თქვენს ნარკოტიკს. გირჩევთ, დაგეგმოთ როგორ შეიძლება მიიღოთ სამედიცინო დახმარება (მაგ. ჩანაცვლებითი თერაპია), ასევე მოიმარაგოთ აუცილებელი მედიკამენტები, საკვები და სასმელი (განსაკუთრებით პროტეინით მდიდარი და ელექტროლიტების შემცველი სითხეები), რომლებიც დაგჭირდებათ ოპიატებისგან დეტოქსიკაციის პროცესში (მსგავსი მიდგომაა საჭირო სხვა ტიპის ნარკოტიკებზე ჩამოყალიბებული ჩვევის შემთხვევაშიც);
- მოიმარაგეთ ნარკოტიკების მოსახმარი მოწყობილობები და საშუალებები იმ ოდენობით, რომ გეყოთ მინიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში (მეტიც თუ დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ ხართ და არის ამის შესაძლებლობა);
- ალკოჰოლის შემცველი საშუალებებით გაწმინდეთ პაკეტი/შეკვრა, რომლითაც თქვენი დილერი მოგაწვდით ნარკოტიკულ საშუალებას (ნახეს, რომ მინიმუმ 60% ალკოჰოლის კონცენტრაციაა საჭირო ვირუსის მოსაკლავად). თუ თქვენს დილერს პირით გადააქვს ნარკოტიკის შემცველი პაკეტი, სთხოვეთ მას ეპიდემიის დროს სხვანაირად მოიქცეს - ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა მოეპყროთ ამ პაკეტებს, მათი გაწმენდა ზემოთ აღწერილი მეთოდით აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებები არ კლავენ ვირუსებს, თუმცა სულ არაფერს მათი გამოყენება მაინც ჯობია, მით უმეტეს, თუ ისინი შეიცავენ ალკოჰოლს;
- არ მოათავსოთ ნარკოტიკის შემცველი პაკეტი/შეკვრა პირის ღრუში, ვაგინასა და ანუსში. თუ ამის გაკეთება გარდაუვალია და გიწევთ მისი სხეულით ტარება, საგულდაგულოდ დაამუშავეთ ის ალკოჰოლზე დაფუძნებული გამწმენდით, სხეულში განთავსებამდეც და შემდეგაც. პირის ღრუში განთავსების შემდეგ გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული პირის ღრუს სავლებები;
- დაიბანეთ ხელები საპნით და ცხელი წყლით საგულდაგულოდ, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში (თუ შეგიძლიათ უფრო ხანგრძლივადაც) ყოველ ჯერზე, როდესაც სხვებთან კონტაქტი გექნებათ, ხელს შეახებთ ბანკნოტებს, ან ნარკოტიკის შემცველ პაკეტს. ხელის გასამშრალებლად სასურველია ქაღალდის პირსახოცების გამოყენება, ან სულ მცირე, ძალიან სუფთა ნაჭრის პირსახოცის;
- მოსახმარად ნარკოტიკული საშუალება თავად გაიმზადეთ და არ შეეხოთ სხვა ადამიანების ნარკოტიკებსა თუ მათ მოსახმარად განკუთვნილ აღჭურვილობას. ასევე, დაიცავით თქვენი ნივთებიც სხვათა შეხებისგან;
- თუ გაქვთ სიმპტომები ან ფიქრობთ რომ ავად გახდით, თავიდან აირიდეთ ზიანის შემცირების ცენტრებში ვიზიტი - სთხოვეთ მოგაწოდონ შპრიცები და სხვა დასარიგებელი მასალა. გააფრთხილეთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, რათა მათ შეძლონ შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა;
- იყავით მზად შპრიცების გაცვლისა და მკურნალობის პროგრამების შესაძლო დახურვისთვის (შესაძლოა დეტოქსიკაციის პროგრამებისაც) და მიჰყევით ზემოთ მოყვანილ 2, 3, 4 და 5 რჩევებს, რათა შეამსუბუქოთ ნარკოტიკის ან საჭირო აღჭურვილობისა თუ მასალების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები;
- გახსოვდეთ, რომ ადამიანები პრობლემური იმუნური სისტემით, ფილტვების დაავადებებით და სხვა ხელისშემშლელი მდგომარეობით, მაღალი რისკის ქვეშ არიან დაინფიცირდნენ COVID-19 ვირუსით. ზიანის შემცირების ამ და სხვა რჩევების გათვალისწინება დაეხმარება მათ და დაგეხმარებათ თქვენც, იყოთ უსაფრთხოდ.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელმა (INPUD - International Network of People Who Use Drugs) ეს რეკომენდაციები 2020 წლის 11 მარტს გამოაქვეყნა. გთხოვთ, გააზიაროთ, გაავრცელოთ და მოახდინოთ ამ რჩევების ადაპტირება თქვენი საზოგადოების საჭიროებების შესაბამისად. და უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ იყოთ დაცული და იზრუნეთ ერთმანეთზე.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები