შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს აღიარებაა — გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, შეწყალების პოლიტიკური ფასი აღიარებაა. ამის შესახებ გახარიამ ღამის კურიერში გიგი უგულავაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელია,რომ ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემაში ვინმეს "პოლიტიკური ფასის გადახდის" გარეშე შეწყალების ამბიცია ჰქონდეს.
როგორც გახარიამ თქვა, დღეს საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმარი არ არსებობს.
"ვიღაც ამბობს, რომ თეორიულად ვიღაც უნდა გათავისუფლდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სასამართლო, როდესაც სასამართლო ინსტანციები გავლილია, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაც უნდა შეიწყალოს. თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთი შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძაან მარტივია — აღიარებაა, მეტი არაფერი... რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს", — განაცხადა გახარიამ.
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას, შეწყალების თხოვნით ადვოკატმა პრეზიდენტს მიმართა. გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ქვეყანაში სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.
მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიცია უარს ამბობდა პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ხელისუფლება კი მათ პოლიტპატიმრებად არ აღიარებდა. უგულავამ ციხიდან წერილი გამოგზავნა და განაცხადა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში.
საქმეში დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დაკავებული ოპოზიციონერების საკითხის გარეშე. მათ მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტს მართმსაჯულების სისტემის შესახებ, რომელშიც წერია, რომ "აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული". ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ოპოზიციამ ერთიანი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პრეზიდენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური მექანიზმები და ხელი შეუწყონ გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების საქმეს თუ მიიღებს, განიხილავს და გადაწყვეტს შეწყალების აქტი გამოსცეს, თუ არა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები