iHomePedia — როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა უძრავ ქონებაში
უძრავი ქონების ძებნა ერთი დიდი თავგადასავალია. ყველაფერი ინტერნეტში განთავსებული განცხადებებიდან იწყება, სადაც სასურველი ბინის ფოტოები, უმეტესად, სრულიად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელიც ადგილზე მისულს გვხვდება. თანაც, ფოტოებით სივრცის სრულყოფილად აღქმა გვიჭირს, დროც ცოტაა, სასურველი ბინის მოსაძებნად კი უამრავი განცხადების ნახვა გვიწევს. ამიტომ, ალბათ, ბევრჯერ გაგვჩენია სურვილი, მარტივად გვეპოვა ისეთი ბინა, რომელიც ჩვენს გემოვნებაში ჯდება და თან შეგვძლებოდა, სახლიდან გაუსვლელად, საფუძვლიანად დაგვეთვალიერებინა მისი ყველა კუთხე-კუნჭული.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე იფიქრეს iHomePedia-ში, რომელიც უძრავი ქონებისა და ბიზნესის მართვის სტარტაპია საქართველოსა და თურქეთში. iHomePedia რამდენიმე ტიპის მომსახურებას სთავაზობს უძრავი ქონების მაძიებლებსა და დეველოპერებს. მათი მიზნების თუ სერვისების შესახებ iHomePedia-ს წარმომადგენელი თენგო სხირტლაძე გვესაუბრა.
როგორც iHomePedia-ში გვიყვებიან, მათი მიზანია, შეცვალონ ბაზარზე დამკვიდრებული მუშაობის პრინციპი, რომელიც უკვე მოძველებულია და არ ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობას. "ამ მიზნით, მთავარი ინვესტიცია სწორედ ტექნოლოგიების კუთხით განვახორციელეთ — შევქმენით მძლავრი ონლაინ პლატფორმა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით", — ამბობს თენგო.
ხელოვნური ინტელექტი
პლატფორმის ხელოვნური ინტელექტი ბინის მაძიებლებსა და დეველოპერებს უმარტივებს როგორც უძრავი ქონების მოძებნას, ისე შეთავაზებას. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ მოიძიონ სასურველი უძრავი ქონების საუკეთესო ვერსია. ვებსაიტზე დარეგისტრირებისას ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის სურვილების მიხედვით ინფორმაციის მოძიებას იწყებს. ის ითვალისწინებს სხვადასხვა კრიტერიუმებს — სართულს, ფართის ზომას, საძინებლის რაოდენობას. საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად, ხელოვნური ინტელექტი სურათებიდან აღიქვამს ინტერიერის დიზაინს და მომხმარებელს ვებსაიტზე განთავსებულ შესაბამის განცხადებას სთავაზობს.
თუკი არსებული განცხადებებიდან ვერცერთი აკმაყოფილებს მომხმარებლის სურვილებს, iHomePedia იმახსოვრებს მათ მიერ მითითებულ კრიტერიუმებს და შესაფერისი უძრავი ქონების გამოჩენისთანავე, მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სთავაზობს მას სოციალური მედიაში.
როგორც თენგო გვიყვება, მსგავსი კონცეფციის პლატფორმები პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში არ გვხვდება და iHomePedia გამორჩეულია არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამო, არამედ ვირტუალური რეალობის ფუნქციითაც.
ვირტუალური რეალობა
უძრავ ქონებაში ვირტუალური რეალობის დანერგვა ერთ-ერთი სიახლეა, რომელსაც iHomePedia მომხმარებლებს სთავაზობს. ეს არ არის არც ფოტო, არც ვიდეო, არამედ სრულიად განსხვავებული ტექნოლოგია, რომლითაც იქმნება ვირტუალური შოურუმები. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი ხდება ყველა კუთხიდან სრულყოფილად აღიქვათ უძრავი ქონების ინტერიერი, ოთახების განლაგება და მთლიანად სივრცე.
როგორც iHomePedia-ში ამბობენ, ვირტუალური რეალობა ეხმარება ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე დეველოპერებს, ნახონ ან აჩვენონ უძრავი ქონების საუკეთესო მხარეები.
შეფასების პროგრამა Walk score
ეს ყველაფერი არ არის, ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის გარდა, ვებსაიტზე ჩაშენებულია Walk score ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გაიგონ, რამდენად მოსახერხებელი და შესაფერისია მათთთვის ამა თუ იმ უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. უფრო კონკრეტულად, Walk score აფასებს უძრავ ქონებას 0-დან 100 ქულამდე იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა მასთან მაღაზია, ავტობუსის გაჩერება, მეტრო, ბარი, კლუბი და სხვა — რამდენად შესაძლებელია ფეხით მიხვიდეთ თქვენი სახლიდან თუ საოფისე ფართიდან სხვადასხვა დაწესებულებაში. iHomePedia-ში ჩაშენებული ამ ხელსაწყოთი მაღალი ქულა ენიჭება ისეთ უძრავ ქონებას, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის ახლოს ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სერვისები. ხოლო მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც ფლობენ ავტომობილს, შესაძლოა სისტემამ შესთავაზოს ლუქს კატეგორიის ბინები ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რომლის ახლოს არ არის ბაზრობები ან სხვა დაწესებულებები. ასეთ ბინებს, როგორც წესი, დაბალი Walk score ქულა აქვთ მინიჭებული.
პარტნიორები და სამომავლო გეგმები
სტარტაპმა საწყისი ეტაპები უკვე გაიარა და ინდივიდუალური მომხმარებლებისგან და დეველოპერული კომპანიებისგან თუ ინვესტორებისგან კარგი გამოხმაურებაც მიიღო. როგორც iHomePedia-ში ამბობენ, მათი ტექნოლოგიური პროდუქტები დიდ დახმარებას უწევს მომხმარებლებს და ისინი, თავის მხრივ, ამ სფეროში ინოვაციებსა და პროგრესს დადებითად აფასებენ.
სტარტაპი ორიენტირებულია არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენით ან გაყიდვით დაინტერესებული პირებზე, არამედ მათ მთავარ სამიზნე ჯგუფს დეველოპერები და ინვესტორები წარმოადგნენ.
"iHomePedia უკვე საქართველოში არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ძირითადი კომპანიები უკვე ჩვენი პარტნიორები არიან. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბანკებთანაც, რათა მომხმარებლებს სესხებზე საუკეთესო პირობები შევუქმნათ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ბიზნეს გადაწყვეტილებების კუთხით. გვყავს პარტნიორები თურქეთში და გაგვაჩნია დიდი საინვესტიციო ბაზა ადგილობრივ ბაზარზეც", — ამბობს თენგო.
სამომავლოდ კი უფრო გლობალურ გაფართოვებას გეგმავენ და ესტონეთი იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც iHomePedia ფუნქციონირებას დაიწყებს. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, სტარტაპი სამომავლოდ უფრო მეტი ინოვაციურ პროექტების დანერგვას გეგმავს, ისინი ორიენტირებული არიან ახალ ტექნოლოგიებზე და როგორც მათი სლოგანი ამბობს, აპირებენ "თამაშის შეცვლას უძრავი ქონების ბაზარზე".
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
კომენტარები