ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია
საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის აჭარბებს 200 000 აქტიურ მომხმარებელს თვეში.
პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული — მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და შესაბამისად ყოველთვის იყოს მისთვის საინტერესო მოვლენების საქმის კურსში. არსებული სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Feedc-ის მომხმარებელი ხედავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და არა მაინცდამაინც იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც დამეგობრებული და გამოწერილი ყავს. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან. აპლიკაციას აქვს ენების ფილტრაციის ფუნქცია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს მხოლოდ არჩეულ ენაზე დაწერილი პოსტები, რაც მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმიგრანტებისთვის, რომ უცხო ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენა მარტივად შეძლონ.
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, Feedc-ის გუნდმა უკვე ნერგავს სიახლეს — დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეს Feedc Edu, რითაც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების განხორციელებაში. Feedc Edu -თი სარგბელობას საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენიმე დღეში, უფასოდ შეძლებენ და მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება — პლატფორმაზე მასწავლებელი შექმნის კლასს, რომელშიც ემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი პირდაპირ შეძლებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხალ რეჟიმში დაწერონ კომენტარები.
"ჩვენ Feedc-ის გამოჩენისთანავე დავინტერესდით ახალი სოციალური პლატფორმით, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბილაინის ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხარდაჭერაში ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი კომპანიის მხრიდან აქტიურ თანამონაწილეობას — როგორც წესი, სტარტაპის პოპულარიზაციისა და მოხმარების გაზრდის ხელშეწყობას. Feedc-მა იმითაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საკუთარი საქმისადმი თავდადებული გუნდი მართავს — ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იმის რასაც აკეთებენ. პლატფორმას აქვს უნიკალური მახასიათებელი — მისი მეშვეობით თქვენ გაიგებთ რა ხდება თქვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე. ამდენად აპლიკაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხითაც", — განაცხადა ბილაინის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ.
სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში. ამ ეტაპზე Feedc ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები