მედმატიანე — ეროვნული პროექტი, რომელიც გამოჩენილი სამედიცინო მოღვაწეების ფოტოებსა და ისტორიებს გააციფრულებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოცხადებული პანდემიის ფონზე, როცა თითქმის ყველა ღონისძიება გაუქმებულია და მრავალი პროექტი - გაურკვეველი ვადით გადადებული, შეიძლება ერთგვარ სიმბოლოდაც ჩაითვალოს არდის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეს ისტორიული მნიშვნელობის წამოწყება, რომლის ათვლის წერტილი სწორედ დღევანდელი მსოფლიოს მაჯისცემას ემთხვევა.
პროექტი მედმატიანე წინა საუკუნეების გამოჩენილი სამედიცინო მოღვაწეების ნაცნობი თუ უცნობი ფოტოების გაციფრულებას გულისხმობს. პროექტის მემორანდუმის ხელმოწერა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ დარბაზში ჩატარდა. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, არხალხმრავალ გარემოში და უსაფრთხოების პროტოკოლის სრული დაცვით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და არდის აღმასრულებელმა დირექტორმა - მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს.
"დღეს, როცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ექიმების გამხნევება დედამიწის ყველა კუთხეში, ჩვენ განვიზრახეთ ქართველი ექიმების ფასდაუდებელი შრომა კიდევ უფრო შეუფასებელი გავხადოთ და გადავცეთ მათ გამამხნევებელი მესიჯი, წინა საუკუნეების ცნობილი ექიმების ფოტოებისა და მათი უნიკალური ისტორიების ციფრულ სამყაროში გადმოტანით. თითქმის მივიწყებას მიცემული, ძველებურ ალბომებში ჩაკარგული შავ-თეთრი გამოსახულებები დაიბრუნებენ ახალ სიცოცხლეს, ალტერნატიული ინტერნეტსივრცე ხომ უსასრულო ინფორმაციას იტევს და გაცილებით ფერადია, ვიდრე წარსული", - ამბობს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოიძიებს საზოგადოების სხვადასხვა თაობებში გაფანტულ, გასული საუკუნის ცნობილი ექიმების ფოტოებს მათი შთამომავლების საოჯახო ალბომებში, მოახდენს მათ შეფასებას, დახარისხებას და უკვე ფინალურ ეტაპზე - მათ გაციფრულებას. გაციფრულება ეს უახლესი ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც მხოლოდ სპეციალური დანადგარების მეშვეობით არის შესაძლებელი. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე დაუგროვდა ამის უდიდესი გამოცდილება ციფრული ფოტომატიანეს შექმნით, სადაც დღეისთვის უკვე ნახევარ მილიონამდე ფოტოა შეტანილი.
"ცნობილი ქართველი ექიმების ფოტოების გაციფრულებასთან ერთად, ეს პროექტი ასევე გულისხმობს საზოგადოებისთვის უცნობი ექიმების გამოვლენას, თავისი უნიკალური ისტორიებით, რომელიც დღეს მხოლოდ მათი შთამომავლების ვიწრო წრისთვის შეიძლება იყოს შემონახული. ზოგჯერ ერთი ასეთი ისტორია, ან სულაც ფოტო - ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ექიმების ეს ციფრული ფოტომატიანე, იქნება ციტადელი თანამედროვე და მომავალი თაობის ექიმებისთვის, ნიშნად იმისა, რომ მათი საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი პროფესია, არამედ ის, რასაც ისტორია არასოდეს წირავს და საგულდაგულოდ ინახავს", - აცხადებს სადაზღვევო კომპანია არდის პროექტის კოორდინატორი, ექიმი, თამარ გოდერიძე.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები