დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობაში შემქნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან, 20 მარტიდან, საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში იქნება მოთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა სახმელეთო ზონებიდან ქვეყანაში შემოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. კერძოდ, სარფი, ლარსი და წითელი ხიდი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი ადამიანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.