კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 10 000-ს გადააჭარბა

ფოტო: Stefano Guidi / Getty Images
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 10 000-ს გადააჭარბა. ეს მონაცემი სამ სხვადასხვა საიტზეა გამოქვეყნებული, რომლებსაც საერთაშორისო მედია ეყრდნობა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (JHU) მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 031-ია, Worldmetr-ის მონაცემებით — 10 049, ხოლო Roylab Stats-ის მიხედვით —10 060. სამივე საიტი განახლებულ მონაცემებს სხვადასხვა დროს ასახავს და რამდენიმე წყაროს ეყრდნობა.
JHU-ს მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად 244 523 შემთხვევა დასტურდება მათგან:
- ჩინეთში — 81 199;
- იტალიაში — 41 035;
- ირანში 18 407;
- ესპანეთში 18 077;
- გერმანიაში — 15 320;
- ამერიკაში 14 250.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამ მხრივ იტალიას აქვს — 3 405 გარდაცვლილი, ჩინეთში, ჰუბეი 1 133 , ირანში 1 284, ესპანეთში 833.
CNN წერს, რომ მდგომარეობა ევროპასა და ამერიკაში უფრო მძიმდება. იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა გუშინ, 19 მარტს კონტინენტურ ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა. ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთშაბათს 100 000-ს გადააჭარბა. უნივერსიტეტი წერს, რომ შემთხვევების რაოდენობა ამერიკაში შეიძლება კიდევ უფრო მეტიც იყოს, რადგან ამ დროისათვის ყველა პაციენტის ტესტირება ვერ ხერხდება, ქვეყანა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის.
CNN წერს, რომ პანდემიის ადგილზე ვირუსის პროგრესირება 0-ია. ჩინეთის ხელისულება ახერხებს ჰქონდეს პროგრესი ვირუსის შიდა გავრცელების წინააღმდეგ. უხანის პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია გუშინ, არცერთი შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა. უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით უკვე 85 032 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათგან 58 382 ჰუბეიში, ჩინეთში, ირანში — 5 979, 4 440 — იტალიაში.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები