10 რჩევა, რომელიც ვიდეო ქოლებს უფრო კომფორტულსა და ნაყოფიერს გახდის
სახლიდან მუშაობის დროს უამრავ ახალ რამეს ვსწავლობთ და უნარებსაც ვიმუშავებთ. თუმცა რჩევების მიღება ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — მით უმეტეს, იმ გამოცდილი ადამიანებისგან, რომლებსაც დისტანციურად აქამდეც უმუშავიათ.
მაგალითად, დეველოპერული კომპანიები წლებია ყოველდღიურ ონლაინ კონფერენციებს მართავენ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც სახლიდან ან სხვა ქვეყნებიდან მუშაობენ. სახლიდან მუშაობაში ნაკლებად გამოუცდელებისთვის გასაგებია, რომ ამ პროცესს შეჩვევა სჭირდება, რადგან მუშაობის ამ პრინციპსაც თავისი ეტიკეტი აქვს.
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გახადო ონლაინ კონფერენციები უფრო ეფექტიანი.
1. შეამოწმე შენი ხმა
ზარის დაწყებამდე აუცილებლად გატესტე, რამდენად კარგად ისმის შენი აუდიო. ზოგ სერვისს, მაგალითად სკაიპს, შენივე ხმის მოსმენინების ფუნქცია აქვს, რომელიც დარეკვამდე შეგიძლია გადაამოწმო. სხვა თანამშრომლებისთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, თუ ყოველი ონლაინ კონფერენციის წინ პირველი წუთები "ჩემი ხმა როგორ გესმით?" კითხვებით არ დაიწყება.
2. გამოიყენე ყურსასმენი
ეცადე, ამ წესს არ უღალატო. პირველ რიგში იმიტომ, რომ შენი ხმა ბევრად უკეთ ისმის სხვა მონაწილეებთან, რადგან პროგრამას დინამიკიდან გამოსული ხმის "დაქენსელება" არ უწევს იმისთვის, რომ ისევ მიკროფონით არ დაუბრუნდეთ სხვებს მათივე აუდიო. ამასთან, შენი თანამშრომლებისთვის კომფორტული იქნება იმის ცოდნა, რომ მათი საუბარი შენს ოჯახის წევრებს არ ესმით.
3. შეარჩიე მოდერატორი
ონლაინ კონფერენციების დროს მნიშვნელოვანია მოდერატორის არჩევა, რომელიც წინასწარ შეთანხმებულ საკითხებს წარადგენს და კონფერენციის მთავარი ნაწილისთვის და კითხვა-პასუხისთვის დროსაც სწორად გადაანაწილებს. ასეთი "ლიდერი" ჯგუფთან ერთად უნდა შეარჩიო, ან ის უბრალოდ შენი მენეჯერი იქნება.
4. გათიშე მიკროფონი, როცა უსმენ
თუ ხმის ხარვეზი გაქვს, გათიშე მიკროფონი, როცა შენ არ საუბრობ. ონლაინ კონფერენციის დროს შეიძლება შენ მიერ გამოცემული ნებისმიერი ხმა სხვა თანამშრომელს ყურადღებას უფანტავდეს. წარმოიდგინე დიდი საკონფერენციო ოთახი — როცა სპიკერები მხოლოდ მაშინ რთავენ მიკროფონს, როცა სიტყვით გამოდიან.
ყველა პროგრამას აქვს მიკროფონის "გასაჩუმებლად" რამე შორთქათი, მაგალითად, M ღილაკი კლავიატურაზე.
თუმცა, მთელი შეხვედრის დროს "mute" ღილაკის გამოყენება არც ისე სწორია და შეიძლება შენს არააქტიურობაზეც მიუთითებდეს.
5. არ ჩართო კამერა, თუ არ გსურს
როგორც უკვე გითხარით, სახლიდან მუშაობისას ბევრ სიახლეს გზადაგზა ვიგებთ. მაგალითად იმას, რომ დისტანციურად საქმიანობისას ადამიანების ნაწილი ისევე გამოეწყობიან, როგორც სამსახურში იქნებოდნენ. ზოგი კი პიჟამაში ყოფნას ამჯობინებს. ინდივიდუალურია.
არც საყოველთაო შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ ონლაინ კონფერენციის დროს ყველას ვიდეო ჩართული უნდა იყოს — ყველა ერთვება იმ ფორმით, როგორითაც ეკომფორტულება და თუ ვინმემ ვიდეოს ჩართვა მოგთხოვათ კონკრეტული მიზეზის გარეშე, შეგიძლიათ თამამად უთხრათ "არა".
თუ არგუმენტის მოშველიება დაგჭირდათ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიდეო-გამოსახულება ინტერნეტის სიჩქარეს აფერხებს.
6. არ გამოხატო დაუინტერესებლობა
სახლიდან მუშაობის ეტიკეტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კეთილსინდისიერებაა. შენს გუნდს და დამსაქმებელს შენი იმედი აქვს. ასე რომ, ზარის დროს, ტელეფონის სქროლვა ან ბრაუზერის სხვა ფანჯარაში რამის კეთება ყოველთვის ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. უყურადღებობა მხოლოდ აუდიო ზარის დროსაც იგრძნობა და ისეთივე არასასიამოვნოა სხვებისთვის, როგორც ჩვეულებრივ შეხვედრაზე იქნებოდა.
7. საუბარი მოულოდნელად არ დაიწყო
სანამ შენს სათქმელს იტყვი, გუნდის წევრებს ანიშნე, რომ კონკრეტულ საკითხზე აზრის გამოხატვა გჭირდება. მოულოდნელად საუბარში ჩაჭრა ონლაინ კონფერენციის დროსაც ისეთივე არასასიამოვნოა, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
8. ისაუბრე მოკლედ და ლაკონურად
როცა ზარის დროს რამეს ყვები ან ამტკიცებ, მოკლე წინადადებები შეარჩიე, თუმცა თითქმის ოქროს წესია წინადადებებს შორის იმაზე ოდნავ უფრო გრძელი პაუზების გამოყენება, ვიდრე ცოცხლად შეხვედრის დროს. ვირტუალური კომუნიკაციის დროს, ბევრ ადამიანს ნათქვამის აღსაქმელად და მასზე რეაგირებისთვის ოდნავ მეტი დრო სჭირდება.
9. მზად იყავი ეკრანის გასაზიარებლად
პრეზენტაციების წარდგენისას Screen Sharing-ის ფუნქციას იყენებენ. მზად იყავი, რომ შენი ეკრანის გაზიარება შეიძლება დაგჭირდეს, ამიტომ წინასწარ დახურე თაბები და დესკტოპიც "მიალაგე", რომ შენს თავზე პირადი ინფორმაცია შემთხვევით არ გასცე.
10. ჩაიწერე საუბარი
ეს ალბათ მოდერატორის მოვალეობაა, თუმცა თანამშრომლებთან შეთანხმების შემდეგ, შეგიძლია შენც შეითავსო და მოგვიანებით გადაამოწმო, რამე ხომ არ გამოგრჩა, ან სწორად გახსოვს თუ არა დავალების არსი. ასევე შეგიძლია იმ თანამშრომელსაც გაუზიარო, ვინც ტექნიკური ხარვეზის ან სხვა მიზეზის გამო კონფერენციას ვერ დაესწრო.
ბონუსი
ონლაინკომუნიკაცია ეცადე იზოლირებული ადგილიდან გქონდეს, სადაც ბავშვები, ოჯახის სხვა წევრები და შინაური ცხოველები არ შეგაწუხებენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები