სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გაყიდვიდან მეორე დღეს ლარი ისევ გაუფასურდა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1880 ლარი გახდა, რითაც ეროვნული ვალუტა 0,0312 თეთრი გაუფასურდა.

ახალი კურსით ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და 3.4230 ლარი გახდა. მანამდე 1 ევრო 3.4109 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 21 მარტს შევა.

19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $40 მილიონი გაყიდა.