რუსეთის სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 54-ით გაიზარდა და ჯამში 253 შეადგინა. ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ცხრა რეგიონში, აქედან ყველაზე მეტი — 33 მოსკოვში.

გარდა ამისა, რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 12 პირი გამოჯანმრთელდა.

19 მარტს რუსეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 70 წელს გადაცილებულ ქალს მძიმე პნევმონია ჰქონდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას თრომბი განუვითარდა.

საერთაშორისო მედიაში ანალიტიკოსები განიხილავენ, რომ რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს მალავს და ქვეყანაში გაცილებით ბევრი პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: