სოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა — კორონავირუსის 20 მარტის შეჯამება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
19 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში — 272 056;
- გარდაცვლილი — 11 300;
- გამოჯანმრთელებული — 90 618.
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა — 44;
- კარანტინის რეჟიმში — 1 966;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259;
- გამოჯანმრთელებული — 1.
დღის ფაქტი
კვლევა: კორონავირუსი ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი დღეები ძლებს
ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსი ჰაერში სიცოცხლისუნარიანობასა და ინფექციურობას რამდენიმე საათი, ხოლო ზედაპირზე რამდენიმე დღე ინარჩუნებს. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ვირუსი ჰაერში დახველებისას ან დაცემინებისას გამოყოფილი მიკროსკოპული წვეთებით ხვდება, იგი ინფიცირების უნარს სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებს. პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე ვირუსი სიცოცხლისუნარიანი — 3 დღის, მუყაოზე — 24 საათის, სპილენძზე კი 4 საათის განმავლობაში რჩება.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
იტალიაში 24 საათში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა, ქვეყანაში ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 032 ადამიანი, ინფიცირებულია — 47 021.
დღის ფოტო:
მოსახლეობა უყურებს ქრისტეს ქანდაკებას, რომელზეც კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნის დროშები მიანათეს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის, ქრისტეს ქანდაკებაზე საქართველოს დროშაც ჩანდა. გარდა ამისა, ქანდაკებაზე გამოჩნდა სხვადასხვა ენაზე დაწერილი ფრაზა: #ერთადვილოცოთ.
დღის ფრაზა:
"არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს სხვისთვის"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, თედროს გებრეისუსმა ახალგაზრდებს მიმართა, რომლებსაც არ ეშინიათ, რადგან რისკ ჯგუფში არ შედიან:
"თქვენ დაუმარცხებლები არ ხართ. ამ კორონავირუსის გამო თქვენ შეიძლება საავადმყოფოში მოხვდეთ რამდენიმე კვირით, ან მოკვდეთ. მაშინაც კი, თუ არ დაინფიცირდებით, გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ იმაზე, თუ სად წახვიდეთ, შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს ვინმე სხვისთვის".
რა ხდება მსოფლიოში:
#დარჩისახლში ამ ფრაზას ბოლო დღეებში არანაკლებ ხშირად იმეორებენ, ვიდრე კორონავირუსის პანდემიას. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების, ჯანდაცვისა თუ ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად უსვამენ ხაზს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თვითიზოლაციას.
ამ მოწოდების გავრცელებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს. მაგალითად, მაკდონალდსმა თავისი ლოგო ერთმანეთს დააშორა იმისთვის, რომ დისტანცირების მნიშვნელობაზე გაესვა ხაზი.
მნიშვნელოვანი სიახლეები:
- კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა და 11 300 გახდა
- იტალიამ გარდაცვალების მაჩვენებლით ჩინეთს გადაასწრო
- იტალიის შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა
- თეთრ სახლში გაუქმდა ყველა ღონისძიება, რომელიც კორონავირუსთან არ არის კავშირში
- კალიფორნიის გუბერნატორმა მთელი შტატი ჩაკეტა
- დიდ ბრიტანეთში ყველა ბარი და რესტორანი დაიხურა
- იაპონიაში გაუქმდა საკურას ყვავილობის ღონისძიება, რომელსაც ათასობით ადამიანი სტუმრობდა
- არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და ისრაელში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- ზიმბაბვეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
- რუსეთი ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა, თუმცა მსოფლიოს ამ მონაცემების არ სჯერა და ფიქრობს, რომ რუსეთი რეალურ მონაცემებს ამცირებს
- ტაივანში ერთ დღეში კორონავირუსის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა
- Lost-ის მსახიობ დენიელ დაი კიმს კორონავირუსი დაუდგინდა
- ნეტფლიქსი გადატვირთვის ასარიდებლად ევროპაში მიწოდების ხარისხს ამცირებს
- კანის კინოფესტივალი გადაიდო
რა ხდება საქართველოში:
სოციალურ დისტანცირებაზე მოწოდებები აქტუალურია საქართველოშიც. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭო უფრო და უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს და ახშირებს რეკომენდაციებს, რომ მოსახლეობამ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს. ამის გამო დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, აფთიაქების, სურსათის მაღაზიების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა. ათეულობით სახელმწიფო და კერძო უწყებამ კი მომსახურება შეზღუდა.
თუმცა, მიუხედავად არსებული რეკომენდაციებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკისა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქომ გადაწყვიტა საეკლესიო რიტუალებში არანაირი ცვლილება არ შეიტანოს.
მნიშვნელოვან სიახლეებს შორისაა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია, კორონავირუსის სიმპტომებისა და ექიმის საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართონ.
დღეს 2 კარგი ამბავი გვაქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა გვაცნობა, რომ 3-4 დღეში რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა კი გვითხრა, რომ ინფიცირებული 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გადაიყვანენ
- საზღვარგარეთ კორონავირუსი საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უდასტურდება
- საქართველოში პირველად აშშ-სთან დაკავშირებული ინფიცირება დადასტურდა
- ქვეყანაში ავიამიმოსვლა შეჩერდა ყველა კომპანიისთვის, საქართველოს ავიახაზების გარდა
- საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ყველა სახის კოლექტიურ ლოცვას აჩერებს
- თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს იუსტიციის სახლები არ მოემსახურებიან და სამართალდამცავებს მიმართავენ
- სასამართლოები, პროკურატურა და ადვოკატები "მაქსიმალურად დისტანციურად" იმუშავებენ
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიოს დადებით განწყობაზე ზრუნვა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა "გადაინაწილეს". თუ აქამდე მომღერლები, მსახიობები, ექიმები ზრუნავდნენ ჩვენს პოზიტივზე, ახლა ფეხბურთელების ჯერია.
გამოწვევაში #დარჩისახლში მსოფლიოს ლეგენდარული სპორტსმენები ჩაერთვნენ და ახალი გამოწვევის #10TouchesChallenge-ის ფარგლებში ფანებს უზიარებენ ვიდეოებს, რომლებშიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ტუალეტის ქაღალდს კენწლავენ.
რას იფიქრებდა ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი, რომ ჩვეულებრივი ბურთიც კი სანატრებელი გაუხდებოდა და მის ნაცვლად ტუალეტის ქაღალდით ითამაშებდა.
მიკერძოებულები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ უფრო სახალისო ვიდეო ქართული ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას გამოუვიდა.
რჩევა: შემოგვიერთდით ჯგუფში — ჩვენ სახლიდან ვმუშობთ და გაგვიზიარეთ თქვენი თვითიზოლაციის გამოცდილება. მანამდე კი წაიკითხეთ, როგორ გადავიტანეთ დისტანციური მუშაობის პირველი დღე On.ge-ს რედაქციამ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- "გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები